ფეხბურთი

14:47 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძის საგოლე პასი, "ვიტესის" ფრე "ჰერტასთან"

არნემის "ვიტესმა" ამხანაგური მატჩი გამართა ბერლინის "ჰერტასთან" და 0:0 დაასრულა. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. სხვათა შორის, ვაკო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლდათ მოედანზე.

სანდრო კობახიძის "ვოლინმა" ფრედ, 1:1 ითამაშა "ვორსკლასთან". ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი გაატარა მინდორზე და საგოლე პასიც მიითვალა.

"დნიპრომ" გერმანული "იურდინგენი" 6:1 გაანადგურა. მოგებულთაგან მხოლოდ ჯაბა კანკავამ და ევგენი სელეზნიოვმა ითამაშეს შეუცვლელად.  კარგად ირჯებოდა ქართველი საყრდენი და საგოლე კომბინაციებშიც მონაწილეობდა – თავად გოლი არ გაუტანია. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099152