მადრიდის “რეალის” მცველი ფაბიუ კოენტრაუ კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს. პორტუგალიელი ნებისმიერი შემოთავაზების განსახილველად მზადაა.
“თუკი მადრიდში ჩემი გარჯით უკმაყოფილონი არიან, გაყრა მოგვიწევს. “რეალში” ყოფნის პირველსავე დღიდან ვატყობდი, რომ გუნდისთვის არცთუ საჭირო მოთამაშე ვიყავი. როგორც ჩანს, ჩემი წასვლა ყველას უნდა. არ ვიცი, არასწორი რა გავეკეთე, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილების მიღება გვმართებს, რომლითაც მეც და “რეალიც” კმაყოფილნი დავრჩებით. “ჩელსი”? თუკი “რეალიდან” წავალ, ნებისმიერ შემოთავაზებას განვიხილავ”, - ციტირებს კოენტრაუს სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა პორტუგალიელი ლისაბონის “ბენფიკასგან” შეიძინეს.







