სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:55 | 2.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოლო ტურემ “ლივერპულს” ოქროს ქულები დააკარგვინა

პრემიერლიგის კვირის პირველ მატჩში, “ლივერპულმა” ისევ ვერ იყოჩაღა. სტარიჯის გოლით იგებდა, მაგრამ საპასუხო მაინც გაუშვა და უაღესად საჭირო ქულები დაკარგა.

რაც პეპე მელი “ვესტ ბრომვიჩის” მწვრთნელი გახდა, გუნდს ჯერ არ გაუმარჯვია. “ლივერპულთან” მატჩიც თითქოს კარგს არაფერს უქადდა მათ. მელმა გათვლა საყრდენ ნახევარმცველებზე – მულუმბუზე და იაკობზე გააკეთა. მათ სტუმართა მობილური შემტევებისთვის თავისუფალი ზონები უნდა გადაეკეტათ. თუმცა პირველ ტაიმში ბევრი არაფერი გამოუვიდათ, საკუთარ კარში გოლიც მიიღეს და თვითონ მოწინააღმდეგის მეკარე თითქმის არ შეუწუხებიათ. ვერ ვიტყვით, რომ “ლივერპული” კარგად თამაშობდა, ამას შესვენების შემდეგ მასპინძელთა გააქტიურებაც მოჰყვა. ისინი დაწოლას აძლიერებდნენ და მინოლეს რამდენიმე ძნელი ბურთის აღება მოუხდა. გოლი მწიფდებოდა და შეცვალზე შესულმა ექს-ევერტონელმა ანიჩებემ, კოლო ტურეს ბავშვური შეცდომის წყალობით მაინც გაიტანა - საჯარიმოს კიდესთან მდგარმა ტურემ ბურთი პირდაპირ ანიჩებეს მიუგორა და 1:1. ანგარიში, რომელიც ალბათ ამ მატჩის სამართლიანი შედეგი გახლათ. “დაცვაში კარგად ვითამაშეთ, კოლო ტურე კი ერთ-ერთი ლიდერი იყო. არ გავაკრიტიკებ მას შეცდომისთვის. მეორე ტაიმში მომენტები გვქონდა და უნდა გამოგვეყენებინა,” – უთხრა მერე ბრენდან როჯერსმა Sky  Sports-ს. სუარესს მართლაც ჰქონდა კარგი შესაძლებლობა თავისიანები დაეწინაურებინა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა, ბურთი ფოსტერს მოარტყა.

“არსენალმა” “კრისტალ პალასს” ოქსლეიდ-ჩემბერლენის დუბლით აჯობა. თუმცა პირველ ტაიმში სტუმრები კარგად იცავდნენ თავს და ერთი-ორჯერ შჩესნის კარსაც დაემუქრნენ, განსაკუთრებით მარუან შამახი აქტიურობდა. მაგრამ მეორე ტაიმში ოსტატობამ მაინც თავისი გაიტანა. ჩინებულად გაისარჯა ჭაბუკი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი. პირველი გოლი მან კასორლას გააზრებული პასის შემდეგ შეაგდო, მეორე შემთხვევაში კი მისი ასისტენტი ოლივიე ჟირუ იყო.

A”მეთოფეებმა” თავისი საქმე გააკეთეს და კვლავ ლიდერები არიან, თუმცა თუ ორშაბათს ”სიტი” – “ჩელსის” დაამარცხებს, კვლავ გადაუსწრებს “არსენალს.”

ვესტ ბრომვიჩი – ლივერპული 1:1 (0:1)

ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.” 26 132

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი (ლუგანო 41), რიჯუელი, ჯონსი, მაკოლი, მულუმბუ, იაკობი, გერა, ბრანტი, ვიდრა (დორანსი 76), ბერაინო (ანიჩებე 64)

მწვრთნელი: პეპე მელი

ლივერპული: მინოლე, კოლო ტურე, შკრტელი, სისოკო, ფლანაგანი (კელი 74), ჯერარდი, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (ალენი 74), სტერლინგი, სუარესი, სტარიჯი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 0:1 სტარიჯი (24), 1:1 ანიჩებე (67)

გაფრთხილება: იაკობი (14), რიჯუელი (62), მულუმბუ (82), ლუგანო (86); სუარესი (74), ჯერარდი (81)

მსაჯი: კევინ ფრენდი

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 1(2)-0(4), ჯარიმა: 7-6, კუთხური: 1-2, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-3

 

არსენალი – კრისტალ პალასი 2:0 (0:0)

ლონდონი. “ემირეითსი.” 60 005

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, ნაჩო მონრეალი, კოშელნი, იოზილი (გიბსი 84), არტეტა, კასორლა, პოდოლსკი (როსიცკი 72), ჟირუ (ბენდტნერი 84), ოქსლეიდ-ჩემბერლენი

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

კრისტალ პალასი: სპერონი, გაბიდონი, დელანი, უარდი, პერი, იედინაკი, დიკხაცოი, პანჩონი, ბოლასიე, შამახი (გეილი 82), ჯერომი (ბენანი 57)

მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 1:0, 2:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (47, 73)

გაფრთხილება: მერტესაკერი (86); შამახი (42), დელანი (68)

მსაჯი: ჯონათან მოსი

ბურთის ფლობა: 76%-24%, დარტყმა: 1(1)-0(0), ჯარიმა: 6-7, კუთხური: 3-1, თამაშგარე: 0-1,  სეივი: 2-4

 

მეგოლეები:

23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

15 – სერხიო აგუერო (“სიტი”)

14  - დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

 

0.166065