ფეხბურთი

18:43 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კომანი: “პსჟ-ში ახალგაზრდებს ნდობის მოპოვება უჭირთ”

პსჟ-დან “იუვენტუსში” გასულ ზაფხულში გადასული 18 წლის შემტევი კინგსლი კომანი აცხადებს, რომ პარიზულ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნდობის მოპოვება უჭირთ.

“პსჟ შესანიშნავი გუნდია, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ხარ, იქ ნდობის მოპოვება რთულია.

პარიზელებს შედეგი ჭირდებათ როგორც ევროპაში, ასევე საფრანგეთში. ვფიქრობ, პსჟ-ში თამაშის დროს, კარგ ფეხბურთელად ვითვლებოდი, მაგრამ უფრო მეტად, კარგ ახალგაზრდა ფეხბურთელად. ისე არ მაფასებდნენ, როგორც დანარჩენ მოთამაშეებს.

სერიოზულად მხოლოდ მას შემდეგ მომეკიდნენ, როდესაც ვთქვი, რომ წასვლას ვაპირებდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

“იუვენტუსში” რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. ტურინელებმა 5-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, რაც, ჩემთვის, იმის მტკიცებულებაა, რომ მათი დაპირებები ტყუილი არ ყოფილა.” – აცხადებს კომანი Canal+-სთან საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093964