პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებული რვა მატჩიდან ექვსის წაგების შემდეგ, “პაკუშ ფერეირას” მთავარმა მწვრთნელმა კოშტინიომ თანამდებობა დატოვა.
“ჩვენ ყველა “ჩავვარდით”. მუშაობის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ. კლუბის პრეზიდენტს უკვე ვესაუბრე, მაგრამ სამწუხაროდ სიტუაცია არ უმჯობესდება” – იუწყება კოშტინიას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
განვლილ სეზონში “პაკუშმა” ყველასთვის მოულოდნელად პორტუგალიის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიგო, ხოლო ამჟამად გუნდს მხოლოდ 4 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.







