ფეხბურთი

12:08 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრანჩარი კვლავ ქპრ-ში ითამაშებს

 

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და კიევის "დინამოს" საკუთრებაში მყოფი ნიკო კრანჩარი, 2014/15 წლების სეზონს კვლავ არენდის წესით "ქუინზ პარკ რეინჯერსში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 2013/14 წლების სეზონი 30 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბში გაატარა და მისი მონაგარი 33 მატჩში, 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა იყო. ხორვატი გასულ სეზონში ჩემპიონშიფში ასპარეზობდა და ლონდონელებს პრემიერლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089018