ცნობილმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა და ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ, ერთობლივი რეკლამა გადაიღეს, რის შემდეგაც, იმპროვიზირებული ინტერვიუ ჩაწერეს. ჟურნალისტის რანგში ნადალი მოგვევლინა, რომელმაც პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” შემტევს, სხვადასხვა სახის შეკითხვები დაუსვა.
- მოგწონთ ჩოგბურთი?
- ჩოგბურთი მეც და ჩემს ოჯახსაც ძალიან მოგვწონს. ფეხბურთთან ერთად, სპორტის ეს სახეობა ყველაზე მეტად მომწონს და როდესაც დრო მაქვს, ჩემს ძმასთან ერთად მის საყურებლად ხშირად დავდივარ.
- მთლიანობაში სპორტი თუ მოგწონთ?
- დიახ, სისტემატიურად ვუყურებ კალათბურთსა და ფუტსალს.
- მე სპორტის ყველა სახეობა მომწონს, მაგრამ განსაკუთრებით ფეხბურთი მიყვარს. თითქმის ყველა თამაშს ვუყურებ და ვტკბები თქვენს მიერ გატანილი გოლებით. ბიძაჩემი მცველი იყო და “ბარსელონასა” და “მალიორკაში” თამაშობდა. როგორ მოგწონთ ახალი ბუცები?
- ალბათ, ისინი თქვენ ბიძას არ მოეწონებოდა, რადგან ადრე სხვაგვარ ბუცებს იცვამდნენ. პირადად მე, მთელი ცხოვრებაა ასეთ ბუცებს ვიცვამ და მასში თავს კარგად ვგრძნობ. თანაც კარგ შედეგს ვაღწევ.
- ყურადღებით დავათვალიერე ისინი და აღმოვაჩინე, რომ უკეთესი მასალისგანაა დამზადებული და ფეხს უკეთ ერგება.
- დიახ, მიმაჩნია, რომ მასალა ბუცის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ის დიდებულად ერგება ტერფს.
- არასაფეხბურთო შეკითხვა: მოდის მიმდევარი თუ ხართ?
- დიახ და მუდამ ვცდილობ მოდის მიხედვით ჩავიცვა. ყოველთვის ვიცი, როგორი ტენდენციებია მოდაში, მაგრამ ჩაციკლულიც არ ვარ. მიყვარს კარგად ჩაცმა და ვზრუნავ საკუთარ ვარცხნილობაზე. ვფიქრობ, ნორმალურია, როდესაც ჩვენნაირი ადამიანები, მსგავსი საკითხებით ინტერესდებიან. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რომ კარგად გამოვიყურებოდეთ. ამასთან, ჩემ დებს ტანსაცმლის მაღაზია აქვთ და სულაც არ მიჭირს მოდური ტანსაცმელის შერჩევა, მუდამ საქმის კურსში ვარ.
- ბოლო დროს რამდენიმე ჰეთ-თრიკი შეასრულეთ და ჯამში ბევრი გოლი გაიტანეთ. ესპანეთის ჩემპიონატში ასეთი შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. სად ინახავთ წარმატების მომტან ბურთებს?
- მთელი ჩემი პროფესიული კარიერა, წარმატებული იყო, მაგრამ კიდევ უფრო მეტის მიღწევა მინდა. რაც შეეხება ბურთებს, კარიერის დასაწყისში მათ მართლაც ვინახავდი, ახლა მათ მეგობრებს ვჩუქნი. ბურთების შენახვის ჩვევა აღარ მაქვს და როდესაც ვინმე მთხოვს, აუცილებლად ვჩუქნი.
- ჩემთვის, ჩემი წარმატებისთვის, გარშემო მყოფ ადამიენებს მუდამ დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ. უწინარეს როლს ჩემი ოჯახი ასრულებდა. თქვენთან როგორაა საქმე? ვინ დაგეხმარათ ასეთი წარმატების მიღწევაში?
- ვფიქრობ, ოჯახი პროფესიული წარმატების საწინდარია. რა თქმა უნდა, იმ ხალხთან ერთად, ვინც გვერდში მედგა როგორც პორტუგალიაში, ასევე, მანჩესტერში და აქ, მადრიდში. თუ ადამიანს კარგს კარგი ხალხი ახვევია, მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ჩემს შემთხვევაში, ყველა იმ ადამიანმა, რომელიც რჩევებს მაძლევდა, ჩემი უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბება განაპირობა. ვცდილობ, ყურადღებით მოვუსმინო იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემზე მეტი იციან: მწვრთნელებს და საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება გაიზარდო, როგორც ადამიანი და მოთამაშე.
- ზაფხულში ისეთი მოვლენა გველის, რომელიც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა - ევროპის ჩემპიონატი. მზად ხართ ამ ღონისძიებისთვის?
- ფეხბურთის სათამაშოდ მოტივაცია არ მაკლია, რადგანაც ის ჩემი ცხოვრებაა.
- თავისუფალ დროს რას საქმიანობთ?
- მიყვარს მეგობებთან ერთად ყოფნა, სეირნობა, ჩოგბურთის თამაში... თუმცა, თავისუფალი დროით განებივრებული არ ვარ. მიყვარს, როდესაც მეგობრებს ვამარცხებ! თავისუფალ დროს, ვცდილობ ისეთი რამ ვაკეთო, რასაც ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს.
- გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს სეზონის დარჩენილ პერიოდში და ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად. დაე ყველაფერი ისე გამოგივიდეთ, როგორც გსურთ.
- მადლობა რაფა, სასიამოვნო იყო თქვენთვის ინტერვიუს მიცემა.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა







