“ლოს ანჟელეს კლიპერსის” მცველი ჯამალ კროუფორდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2013-14 წლების საუკეთესო სათადარიგო კალათბურთელად დაასახელეს. კროუფორდი გამორჩეულ მე-6 მოთამაშედ კარიერაში მეორედ აღიარეს.
ჯამალი გასულ სეზონში მოედანზე საშუალოდ 30 წუთს ატარებდა, მისი საშუალო მონაგარი კი 18.6 ქულა, 2.3 მოხსნა, 3.2 პასი და 0.9 ჩაჭრა იყო.









