ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდის – ფაბიო კვალიარელას მომავალი ბურუსითაა მოცული. Tuttosport-ის ცნობით, 30 წლის იტალიელს “ბებერ სინიორაში” დარჩენა სურს, მაგრამ, შესაძლოა, კლუბმა მისი გასხვისება მოინდომოს.
“თუკი “იუვე” ფაბიოს დატოვებას მოისურვებს, ჩემი კლიენტი სიამოვნებით დათანხმდება. კვალიარელას მიზანი სწორედ ტურინში დარჩენაა. ცხადია, მას მეტი სათამაშო დრო სურს, მაგრამ ტრანსფერზე დაყენება არასდროს უთხოვია. “იუვენტუსში” სათამაშოდ, კვალიარელა მზადაა დათმობებზე წავიდეს”, - განაცხადა თავდამსხმელის აგენტმა ბეპე ბოცომ.
ცნობისათვის, კვალიარელას ტურინელებთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება.





