პორტუგალიელმა გარემარბმა რიკარდო კვარეჟმამ დუბაის კლუბ “ალ აჰლისთან” კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. ამის შესახებ “რეკორდი” იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 30 წლის ნახევარმცველი “პორტუში” დაბრუნდება. მოგეხსენებათ, კვარეჟმა “დრაკონების” ღირსებას 2004-2008 წლებში იცავდა და კარიერის საუკეთესო პერიოდიც სწორედ იქ გაატარა.
დიდი ალბათობით, კვარეჟმა “პორტუსთან” კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.









