28 ოქტომბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ რბოლები ჩატარდება.
12:00-ზე ლეგენდ კლასის ავტომობილების ჰიტ რეისი გაიმართება, რომელშიც წინა შეჯიბრზე საუცხოო სტილში გუნდ VTB Racing-ის პილოტმა, გოგა არჯევანიძემ გაიმარჯვა.
13:00-ზე კი საუცხოო სანახაობა, ფორმულა ალფას გუნდების შეჯიბრი ჩატარდება. გამოკვეთილი ლიდერი გუნდურ ჩათვლაში Gulf Racing-ია, თუმცა 21 ოქტომბერს გამართულ რბოლაზე პირველ-მეორე ადგილები შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის წარმომადგენლებმა დაიკავეს.
14:30-ზე ლეგენდ ქარის კლასის საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის გადამწყვეტი რბოლა შედგება. გამარჯვების საუცხოო შანსები შოთა აფხაზავას, გიორგი ბეჟიტრაშვილს, გოგა არჯევანიძეს, დავით კაკაბაძესა და დავით ქაჯაიას აქვთ. ეს უკანასკნელი, როგორც მოგეხსენებათ ევროპის ჩემპიონი გახდა რამდენიმე კვირის წინ.
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/10/blog-post_4150.html







