ფეხბურთი

17:11 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა 2013-14 – “ბარსა” და “რეალი” საშინაო მატჩებით იწყებენ

ესპანეთის ჩემპიონატის 2013-14 წლების გათამაშების კალენდარი ცნობილია. დღეს გამართული წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ორივე გრანდი სეზონს საშინაო მატჩით გახსნის. “ბარსელონა” “ლევანტეს” უმასპინძლებს, ხოლო “რეალი” – “ბეტისს”. “ბარსა” და “რეალი” ბოლო ტურშიც საკუთარ კედლებში ითამაშებენ. კატალონიელები “ატლეტიკოს” დაუხვდებიან, ხოლო “რეალი” “ესპანიოლის” ძლევას შეეცდება.

პირველი “ელ კლასიკო” 27 ოქტომბერს, ბარსელონაში გაიმართება. 2014 წლის 23 მარტს, “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებას უკვე მადრიდი უმასპინძლებს.

ლა ლიგის 2013-14 წლების გათამაშება 17 აგვისტოს დაიწყება და 18 მაისს დასრულდება.

ესპანეთის ჩემპიონატის 2013-14 წლების სეზონის სრული კალენდარი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.167667