სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:56 | 11.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდის რეკორდი - 203

ფრენკ ლამპარდის დუბლმა, “ჩელსის” “ასტონ ვილასთან” გაამარჯვებინა და ფაქტობრივად, გაუნაღდა ოთხეულში, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა. ეგ არის, პირველი 3 გუნდი ლიგაში პირდაპირ ხვდება, მეოთხეს კი პლეი ოფის ერთი რაუნდის გადალახვა უწევს. თავად ლამპარდისთვის, ეს გოლები “ჩელსის” მაისურით 202-ე და 203-ე გამოდგა. ფრენკმა რეკორდი დაამყარა, ლეგენდარულ ბობი ტამბლინგს ერთით გაუსწრო და “არისტოკრატთა” ყველა დროის მთავარმეგოლე გახდა. “ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩინებულადაა, - თქვა მატჩის შემდეგ ლამპარდმა, - ამაში თანაგუნდელების დიდი წვლილიცაა, ამიტომაც, ალბათ შეამჩნევდით, მოგვიანებით, თითოეულთან ცალ-ცალკე მივედი და მადლობა გადავუხადე. თუმცა ამ მიღწევას განსაკუთრებით არ აღვნიშნავ, რადგან ტამბლინგი ახლა ავადმყოფობს და ეს დიდებული ადამიანი მეტ პატივისცემას იმსახურებს.”

“ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ადგილისთვის იბრძვის, “ასტონ ვილა” კი პრემიერლიგაში დასარჩენად. თავიდან, მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო, მე-15 წუთზე კრისტიან ბენტეკემ გახსნა ანგარიში (ეს, ბელგიელის მე-19 გოლი გახლდათ წლევანდელ პრემიერლიგაში). ბირმინგემელები მერეც ყოჩაღობდნენ, იმავე ბენტეკეს, ვაიმანსა და აგბონლაჰორს შეეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს. “არისტოკრატებმა” კი თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მხსნელად ისევ ბებერი ფრენკი მოევლინათ. დამთავრებამდე ნახევარი საათი რჩებოდა, როცა ლამპარდმა გაათანაბრა. ამას სტუმართა კიდევ რამდენიმე ჩხვლეტა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა კაცნაკლულებმა დაამთავრეს თამაში. მსაჯმა ლი მეისონმა, პირველი ტაიმის ბოლოს, “არისტოკრატი” რამირესი გააძევა, მეორეში კი მას ბენტეკეც მიაყოლა. გამარჯვებისა კი ფრენკმა ბოლოსკენ გაიტანა და ისტორიაში შევიდა. ნუთუ, ამის შემდეგაც არ გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს?

ასტონ ვილა – ჩელსი 1:2 (1:0)

ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 42 084

ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბენეტი, ლიჩაი, ბეიკერი, დელფი, ვესტვუდი, სილა, აგბონლაჰორი, ბენტეკე, ვაიმანი

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

ჩელსი: ჩეხი, ეშლი კოული, ტერი (ივანოვიჩი 77), კეჰილი, ასპილიკეტა, ლამპარდი, რამირესი, მოზესი (დავიდ ლუისი 46), აზარი, ბა (ფერნანდო ტორესი 88), მატა

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 1:0 ბენტეკე (15), 1:1, 1:2 ლამპარდი (61, 88)

გაფრთხილება; ბეიკერი (4), ბენტეკე (36); რამირესი (16), ტერი (42), ლამპარდი (84)

გაძევება: რამირესი (45); ბენტეკე (68)

მსაჯი: ლი მეისონი

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 2(13)-7(8), ჯარიმა: 13-8, თამაშგარე: 4-2, სეივი: 3-2,  კუთხური: 6-7

 

12 მაისი: სტოკი – ტოტენჰემი, ევერტონი – ვესტ ჰემი, ფულემი – ლივერპული, ნორვიჩი – ვესტ ბრომვიჩი, ქპრ – ნიუკასლი, სანდერლენდი – საუთჰემპტონი, მანჩესტერი – სუონსი

14 მაისი: არსენალი – უიგანი, რედინგი – სიტი

ბომბარდურები:

25 – რობინ ვან პერსი (3, “მანჩესტერი”)

23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

20 – გარეთ ბეილი (“ტოტენჰემი”)

 

1.        

მანჩესტერი                

36          
27         
4             
5             
79:37            
85
2. სიტი 36 22 9 5 62:31 75
3. ჩელსი 37 21 9 7 73:38 72
4. არსენალი 36 19 10 7 67:36 67
5. ტოტენჰემი 36 19 9 8 63:45 66
6. ევერტონი 36 15 15 6 52:38 60
7. ლივერპული 36 14 13 9 67:42 55
8. ვესტ ბრომი
36 14 6 16 48:48 48
9. სუონსი 36 11 13 12 46:46 46
10. ვესტ ჰემი
36 11 10 15 41:49 43
11. სტოკი 36 9 14 13 32:42 41
12. ფულემი 36 10 10 16 46:57 40
13. ასტონ ვილა 37 10 10 17 45:67 40
14. საუთემფტონი 36 9 12 15 47:58 39
15. სანდერლენდი 36 9 11 16 40:52 38
16. ბორვიჩი 36 8 14 14 34:56 38
17. ნიუკასლი 36 10 8 18 43:66 38
18. უიგანი 36 9 8 19 44:67 35
19. რედინგი 36 6 10 20 41:67 28
20. ქპრ 36 4 13 19 29:57 25
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096226