თამაშგარე

11:25 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლარისას შესაძლოა მკერდის მოშიშვლება აუკრძალონ

ლათინური ამერიკის “ყვითელი” პრესა იუწყება, რომ პარაგვაის ნაკრების თილისმად სახელდებულ უცნობილეს მოდელსა და მკერდდალოცვილ ლარისა რიკელმეს, შესაძლოა პარაგვაიში (მის სამშობლოში) სტადიონზე მკერდის მოშიშვლება ოფიციალურად აუკრძალონ.

როგორც იცით, ლარისას პოპულარობა ძირითადად სწორედ იმან განაპირობა, რომ ეს გოგონა პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თითქმის ყველა საშინაო მატჩს ესწრებოდა ხოლმე და თუკი მისი თანამემამულეები მოიგებდნენ, “სიურპრიზად” თავის ზეაღმატებულ მკერდს აჩვენებდა სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას.

როგორც აღმოჩნდა, ლარისას ასეთი საქციელი პარაგვაიში ბვვრ ადამიანს არ მოსწონს და განსაკუთრებულად გარყვნილ ქმედებად მიიჩნევენ. მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი საჯარო თავშეყრის ადგილებზე ხდებოდა, სადაც მოზარდებიც არიან. როგორ შეხვდება ლარისა ამ აკრძალვას (თუკი ეს აკრძალვა ძალაში შევა) აუცილებლად შეგატყობინებთ... 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092299