36 წლის ქართველი მწვრთნელი ლაშა ფირცხელიანი მოლდოვური ბელცის “ოლიმპიას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა. ფირცხელიანი 15-დან 18 წლამდე ჭაბუკებს წვრთნიდა საქართველოში და ასევე, საკმაო ხანს მუშაობდა გერმანული “აინტრახტ-67”-ის ახალგაზრდულ გუნდში. ეს “ოლიმპიას” საიტის ცნობით.
“ოლიმპია” მოლდოვის 12-გუნდიან უმაღლეს ლიგაში მე-10 ადგილზე გავიდა.







