66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილს ჩეხეთის მსოფლიოს თასის ჩემპიონობას ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა პრაღაში 5 შეხვედრა მოიგო და ფინალში ბელარუს დიმიტრი შერშანს დაუპირისპირდება.
დღესვე საქმეში პაატა მერებაშვილი (60 კგ), მინდია ლილუაშვილი, სანდრო იაკობაშვილი, შალვა ქარდავა (სამივე 66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი და ზურაბ ნოზაძეც (73 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩნენ. კვარცხლბეკზე ასვლის შედარებით კარგი შანსი იაკობაშვილს ჰქონდა, რომელმაც საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ოთარ მაღლაკელიძე







