ძიუდო

11:46 | 4.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილი: “ოპერაციის გაკეთება ოლიმპიადამდე მირჩიეს”

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი საოპერაციოა. 20 წლის ძიუდოისტს თიაქარი აწუხებს და ერთ კვირაში ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, პეტერ ზაიზენბახერთან ერთად ერთ-ერთ იქაურ კლინიკას მიაკითხავს. დეტალების დასაზუსტებლად “მსოფლიო სპორტი” შავდათუაშვილს შეეხმიანა.
- საზარდულის თიაქარი მაწუხებს და ჯერ კიდევ ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე გადავწყვიტეთ, რომ ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ ოპერაციას გავიკეთებდი.
- ტრავმა ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე მიიღე?
- წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ უფროსებში გადასვლამდე. მაშინვე მითხრა ექიმმა, ოპერაცია გჭირდებაო, მაგრამ წინ სალიცენზიო ტურნირები მელოდა და თუ ოპერაციას გავიკეთებდი, ოლიმპიადაზე ჭიდაობა ავტომატურად გამოირიცხებოდა.
- აქამდე არსად გითქვამს, რომ მთელი მოსამზადებელი ციკლი ტკივილები გაწუხებდა.
- ტკივილი არც მაწუხებდა, უბრალოდ მაქსიმალურ ფიზიკურ დატვირთვას ვერ ვახერხებდი. იყო საშიშროება, ტრავმა ისე გართულებულიყო, რომ სასწრაფოდ საოპერაციო გავმხდარიყავი. საბედნიეროდ, გადავრჩი. გავრისკეთ და რისკმა გაამართლა.
- სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდება?
- ჯერ არ ვიცი. ეს ოპერაცია თბილისში რომ გამეკეთებინა, დაახლოებით სამი თვე გამიცდებოდა. ახლა კი სავარაუდოდ გაცილებით ნაკლებ დროში მოვახერხებ ვარჯიშის განახლებას. ავსტრიაში 10 სექტემბერს გავემგზავრები, იქ პეტერ ზაიზენბახერი დამხვდება და კლინიკაში მიმიყვანს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161943