“მინესოტამ”, “კლივლენდმა” და “ფილადელფიამ” სამმაგი გაცვლა განახორციელეს, რის შედეგადაც ამერიკელი ფორვარდი კევინ ლავი “კავალიერსის” წევრი გახდა და ლებრონ ჯეიმსის მხარდამხარ ითამაშებს.
“კლივლენდიდან” “მინესოტაში” აღმოჩნდნენ ფორვარდები – ენდრიუ უიგინსი და ენტონი ბენეტი, “ფილადელფიელი” ტადეუშ იანგი კი “ტიმბერვულვზში” ჩაირიცხა.
იანგის სანაცვლოდ “ფილადელფიამ” “მინესოტადან” რუსი მცველი ალექსეი შვედი და ფორვარდი ლუკ მბა ა მუტე და 2015 წლის დრაფტის პირველ წრეში არჩევანის უფლება მიიღო.
ისიც ვთქვათ, რომ ლავი “მინესოტაში” 42-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, “კლივლენდში” კი მაისურზე ნულიანი ეწერება.









