დაიბადა 1936 წლის 1 ოქტომბერს ინგლისის ქალაქ დადლიში. გარდაიცვალა 1958 წლის 21 თებერვალს გერმანიის ქალაქ მიუნხენში.1953 წლის 4 აპრილს, მაშინდელ პირველ დივიზიონში "კარდიფ სიტისთან" 4:1 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა და 16 წლის და 185 დღის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის საკლუბო ელიტაში იასპარეზა.
1953-54 წლების სეზონიდან დანკან ედვარდსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობის წევრია, 1955 წლის 2 აპრილს კი პირველად ითამაშა ინგლისის ნაკრებში. ბრიტანეთის ჩემპიონატში, შოტლანდიელებთან მატჩში ასპარეზობით დანკან ედვარდსი ქვეყნის პირველი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიქნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მისი რეკორდი მხოლოდ 1998 წელს გააუმჯობესა მაიკლ ოუენმა...
1957-58 წლების სეზონი ფეხბურთელმა ჩინებულად დაიწყო და სწორედ მაშინ შეეხმიანნენ იტალიური კლუბები, თუმცა ედვარდსი ოლდტრაფორდელთა ერთგული დარჩა.
1958 წლის 1 თებერვალს, "არსენალთან" 5:4 მოგებულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა. ეს იყო მისი უკანასკნელი მატჩი ინგლისში. 1958 წლის 6 თებერვალს ედვარდსის "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბელგრადში, "ცრვენა ზვეზდასთან" ჩემპიონთა თასზე ფრედ 3:3 ითამაშა. ეს მის კარიერაში საერთოდ უკანასკნელი შეხვედრა გამოდგა... მერე იყო მიუნხენის ავიაკატასტროფა,
