ვარშავის "ლეგია" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიურ "სენტ პატრიკსს" ხვდება და საინტერესოა, რომ ამ ეტაპისთვის, კლუბის განაცხადში შეყვანილია ლადო დვალიშვილიც.
თუ დვალიშვილი "ლეგიაში" ითამაშებს, მაშინ ამ სეზონში სხვა კლუბში ვეღარ მოუწევს ევროტურნირებზე გამოსვლა.
დვალიშვილის სერბულ "პარტიზანში" გადასვლის საკითხი სერიოზულად განიხილებოდა, ფეხბურთელი ჩასული იყო ბელგრადში მოსალაპარაკებლად, მაგრამ სწორედ იმ დღეს, "პარტიზანის" პრეზიდენტი დააკავეს.
ჯერ კიდევ არის შანსი, რომ დვალიშვილმა ბელგრადის გუნდში გააგრძელოს კარიერა, თუმცა ამ ეტაპზე "ლეგიას" ფეხბურთელად ითვლება და საევროპო განაცხადშიცაა მოხვედრილი.









