სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ინტერვიუები

10:15 | 15.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “თვითკრიტიკული ვარ”

ზედიზედ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ბერლინის “ჰერტამ” გასულ უქმეებზე “აუე” დაამარცხა (2:0) და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია. ბერლინელების გამარჯვებას სათავე ლევან კობიაშვილმა დაუდო, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. აღსანიშნავია, რომ “ჰერტას”, “აუესთან” დაპირისპირებამდე, მეტოქის კარი 328 წუთის განმავლობაში არ აუღია და ნავსი ქართველმა ფეხბურთელმა გატეხა. სხვათა შორის, შეხვედრის შემდეგ, მას დოპინგ-კონტროლის გავლა მოუწია, რაც გამოცემა morgenpost-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა.  
- “აუესთან” მატჩის შემდეგ დოპინგ-კონტროლი გაიარეთ. ამას რამდენი დრო დასჭირდა?
- მიმდინარე სეზონში დოპინგ-კონტროლი მეოთხედ თუ მეხუთედ გავიარე. ამას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა.
- გასულ კვირაში “მიუნხენ 1860”-თან სტუმრად წაგებულ (0:1) შეხვედრაში სუსტად გამოიყურებოდით და პირველი ტაიმის შემდეგ შეგცვალეს. რეაბილიტაცია “აუესთან” გატანილი პენალტით მოახერხეთ?
- მიმდინარე სეზონში პენალტი ჩვენს სასარგებლოდ პირველად დანიშნეს. გადაწყვეტილი არ იყო ვინ დაარტყამდა. დარწმუნებული ვიყავი რომ გავიტანდი და ამიტომ, ბურთთან მივედი. საბედნიეროდ, მოვიგეთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.  
- ადრე თუ ყოფილხართ ცუდ სათამაშო ფორმაში?
- მე თვითკრიტიკული ვარ. ვიცი, რომ დუისბურგში და მიუნხენში გუნდს ისე ვერ დავეხმარე, როგორც შემიძლია. თუმცა, ამ საქმეში დიდი ხანია ვარ და ვიცი კრიზისი როგორ უნდა დავძლიო. ამიტომ, გასული კვირის განმავლობაში მშვიდად ვვარჯიშობდი. კრიტიკულ მომენტებში ყველაზე უკეთ ვთამაშობ ხოლმე.  
- დაცვის ცენტრში გუნდის კაპიტან ანდრე მიატოვიჩის დაბრუნება, რამდენად დაგეხმარათ?
- ანდრე ძალიან დაგვეხმარა. ის მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც ადამიანი. “აუეს” წინააღმდეგ კვლავ კარგად გამოვიყურებდით. ლიგაში ყველაზე ნაკლები ბურთი გვაქვს გაშვებული.   
- მომავალ შაბათს “აუგსბურგთან” თამაშისგან, რას ელით?
- ამ მატჩს მოუთმენლად ველი. ჩვენ მეორე ადგილზე ვართ და “აუგსბურგთან” ერთად თანაბარი ქულები გვაქვს. მეტოქემ ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო. იმის შეხსენება ნამდვილად არ გვჭირდება, რომ მომავალ მატჩს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.086022