ძიუდო

18:46 | 23.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მატიაშვილი ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ლევან მატიაშვილი (+100 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ხორვატიის ქალაქ პორეჩში დღეს დასრულებულ ევროპირველობაზე ქართველმა მძიმეწონოსანმა ხუთი შეხვედრა მოიგო. ფინალში მან უკრაინელი მიკიტა დიბრინი შებოჭა. ამავე წონაში როსტომ ხახალეიშვილს მედლამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა – რეპეშაჟის ფინალში წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
დღესვე ევრო-კვარცხლბეკზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გურამ თუშიშვილიც ავიდა. ჭაბუკებს შორის მსოფლიოს შარშანდელმა ჩემპიონმა ამჯერად ახალგაზრდებს შორის ბრინჯაო მოიპოვა. რეზო წულუკიძე (90 კგ) მეხუთე ადგილზე გავიდა. ლაშა ტაველური (90 კგ) და გიორგი ქავთარაძე (100 კგ) კი შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშნენ.
გია გუგავას გუნდმა ევროპირველობაზე 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09125