2-3 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლე ძიუდოისტთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. 1 თებერვალს სპორტის სასახლეში სატურნირო სამზადისში მყოფ საქართველოს ნაკრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ესტუმრა, რომელსაც სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ახლდნენ.
მინისტრმა ძიუდოისტებს მოახლოებულ შეჯიბრებაზე წარმატებით გამოსვლა უსურვა და სამინისტროს მხრიდან ყოველმხრივ მხარდაჭერას დაპირდა.
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური
http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=319&info_id=7913







