ძიუდო

18:25 | 24.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანმა და ლერი ხაბელოვმა ქარელში ძიუდოს ახალი დარბაზი გახსნეს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა ქარელში ძიუდოს ახალი დარბაზი გახსნეს.

დარბაზის გახსნას ლევან ყიფიანი, მოადგილე თამაზ თევზაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, ასევე ოლიმპიურ ჩემპიონ, პარლამენტის წევრ შოთა ხაბარელთან და ქარელის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო.

ძიუდოს დარბაზის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაიწყო, საბოლოო სამუშაოები კი ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ შესრულდა და რაიონს ახალი, 2 ტატამიანი და 200-მდე მაყურებელზე გათვლილი დარბაზი შეემატა.

დღევანდელი მონაცემებით, ქარელის ახალ სპორტულ დარბაზში ჯამში 300-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა სამინისტროს პრესსამსახური

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163776