მიუნხენის “ბაიერნმა” ახალგაზრდა ნახევარმცველი ემრე ჯანი “ლევერკუზენს” მიჰყიდა. ამ ინფორმაციას ლევერკუზენელთა ოფიციალური საიტი ადასტურებს.
“ლევერკუზენი” ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობს. ვარჯიშებსა და მატჩებს მოუთმენლად ველი”, - განაცხადა 19 წლის შუახაზელმა.
ჯერჯერობით, სატრანსფერო ფასი, უცნობია. ემრე ჯანი “ლევერკუზენთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.







