“ლევერკუზენის” შემტევმა ნახევარმცველმა რობი კრუზემ შეკრებაზე მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს ზაფხულამდე დაემშვიდობა. ამის შესახებ გერმანული მედიასაშუალებები იტყობინებიან.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კრუზე მოედანს ივნისამდე ვერ დაუბრუნდება. ამგვარად, დიდია ალბათობა იმისა, რომ ავსტრალიელმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატიც გამოტოვოს.
ცნობისათვის, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, კრუზემ 15 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლსა და ამდენივე საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.







