ჭადრაკი

12:50 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერები გამოიკვეთნენ

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს პირველობაზე სენიორ მოჭადრაკეთა შორის, ვაჟებში, 2 ტურის თავზე ერთბაშად 7 მონაწილე დაწინაურდა.

ქულათა მაქსიმუმით ზურაბ სტურუა (2524), გიორგი ბაღათუროვი (2408), ვარლამ ვეფხვიშვილი (2185), დემურ სირბილაძე (2039), რამინ ჰოჭავა (1930), ტარიელ მოდებაძე (1915) და ამირან ჩხაიძე ლიდერობენ.

ქალთა შორის 1.5 ქულით ციალა ქასოშვილი და ნინო მელაშვილი დაწინაურდნენ.

ჩემპიონატი 9 ტურად გაიმართება და გამარჯვებული ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდება, ხოლო ქალთა შორის I-II ადგილზე გასულები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ.

0.168666