ფეხბურთი

20:21 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიორენტე: “ოცნება ავიხდინე”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა ფერნანდო ლიორენტემ, ახალ კლუბში პრეზენტაციის შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ბილბაოს” ყოფილი ლიდერი “ბებერ სინიორას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ბასკი “იუვენტუსის” 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“14 ნომერი მიყვარს და ვფიქრობ, ამ ნომრით კარგად ვითამაშებ. “იუვენტუსი” იმიტომ ავირჩიე, რომ დიდი კლუბია, რომლის შემადგენლობაში თამაშიც ჩემი ოცნება იყო. “იუვენტუსი” ჩემი შეძენით ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული და ტურინელებმა, მიზნის მისაღწევად, თავდაუზოგავად იშრომეს. სერია A ინგლისის პრემიერლიგას ვამჯობინე, რადგან ეს შესანიშნავი ჩემპიონატია, სადაც “იუვენტუსი” თამაშობს.”

ესპანელ შემტევს კითხვა გუნდის კიდევ ერთ ახალ თავდამსხმელზე, კარლოს ტევესზე დაუსვეს. “გუნდში მხოლოდ ჩვენ არ ვართ. “იუვენტუსს” 6 თავდამსხმელი ჰყავს და კარგად თამაში ყველა მათგანს შეუძლია. ჩვენს შორის არჩევანის გაკეთება ანტონიო კონტეს საქმეა. ვფიქრობ, “იუვენტუსის” ნებისმიერ თავდამსხმელთან ერთად თამაში შემიძლია.”

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158403