ძიუდო

17:45 | 27.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი ევროპის მეორე ოქროს მიუახლოვდა

 

ძიუდოისტთა ბუდაპეშტურ ევროპირველობაზე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანმა ნახევარფინალში რუსი კირილ ვოპროსოვი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მეორე რუსს – კირილ დენისოვს დაეჭიდება, რომელმაც ნახევარფინალში გერმანელ მარკ ოდენტალს სძლია.

შეხვედრის ერთადერთი იუკო ლიპარტელიანმა საფინალო სირენამდე ათიოდ წამით ადრე შეასრულა, მაშინ, როდესაც ბრძოლას გაფრთხილებით იგებდა.

ნახევარფინალამდე ვარლამ ლიპარტელიანმა სამი მეტოქე ჩამოიცილა. შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს ორწუთნახევარში ორი ვაზარი შეუსრულა. ჰოლანდიელ გიიომ ელმონს ოქროს დროში მოუგო იპონით. ლიტველ კაროლის ბაუზას კი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ერთადერთი იუკოთი აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090512