ძიუდო

11:48 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი მეოთხედფინალშია

 

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ესტონელი ალექსანდრ მარმელიუკის 53 წამში ძლევის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა ლიტველი კაროლის ბაუზა 2 წუთსა და 52 წამში შებოჭა.

მეოთხედფინალში ვარლამ ლიპარტელიანი უნგრელ კრიშტიან ტოთს დაეჭიდება, რომელმაც კოტდივუარელი კინაპეია რომეო კონე და სერბი ალეკსანდარ კუკოლჟი იპონ-იპონ ჩამოიცილა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094716