ძიუდო

15:10 | 27.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი ნახევარფინალშია

 

უნგრეთში მიმდინარე ევროპირველობაზე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანმა მესამე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა ლიტველ კაროლის ბაუზას საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ერთადერთი იუკოთი აჯობა.

ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს ორწუთნახევარში მოუგო. ჰოლანდიელ გიიომ ელმონს კი იპონი ოქროს დროში შეუსრულა.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუს კირილ ვოპროსოვსა და იტალიელ ვალტერ ფაჩენტეს შორის მოგებულს დაეჭიდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095198