ძიუდო

18:35 | 27.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი ვერცხლს დასჯერდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუს კირილ დენისოვთან წააგო და მეორე ადგილი დაიკავა. დაძაბულ შეხვედრაში დენისოვმა ბოლო წუთზე მოპოვებული იუკოთი იმარჯვა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე ლიპარტელიანმა ოთხი მეტოქე ჩამოიცილა. შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს ორწუთნახევარში ორი ვაზარი შეუსრულა. ჰოლანდიელ გიიომ ელმონს ოქროს დროში მოუგო იპონით. ლიტველ კაროლის ბაუზასა და რუს კირილ ვოპროსოვს კი თითო იუკოთი აჯობა.

ცოტა ხანში ევროპის ჩემპიონატის ფინალში მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი იჭიდავებს. მისი მეტოქე ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი იქნება.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095394