ძიუდო

20:36 | 10.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანის ოქროს წერტილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის “დიდი სლემი” სამივე სინჯის თითო მედლით დაასრულა. ამირან პაპინაშვილის (60 კგ) ბრინჯაოსა და ავთანდილ ჭრიკიშვილის (81 კგ) ვერცხლს ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) რამდენიმე წუთის წინ ოქრო მიამატა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა საჩემპიონო სვლა მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყო - რუს ვიქტორ სემენოვს ულამაზესი გდებით მოუმთავრა საქმე. თბილისური საერთაშორისო ტურნირის ფინალისტი, აზერბაიჯანელი შაჰინ გაჰრამანოვი შებოჭა. იპონითვე ჩამოიშორა ფრანგი ლუდოვიკ გობერიც.
ნახევარფინალში ლიპარტელიანმა უზბეკ დილშოდ ჩორიევს სამი გაფრთხილებით მოუგო. გადამწყვეტ შეხვედრაში კი კუბელ ეშლი გონზალესს პირველსავე წუთზე აუღო მომგებიანი იუკო და უპირატესობა ბოლომდე მშვიდად შეინარჩუნა.
ოქროს მედალთან ერთად ვარლამ ლიპარტელიანმა 500 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096649