ძიუდო

18:25 | 19.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანმა და ოქრუაშვილმა მედლები გაინაღდეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) დიუსელდორფის დიდი პრიზის კვარცხლბეკზე რომ ავლენ, ეს უკვე გადაწყვეტილია. ორივე ნახევარფინალშია, რაც მინიმუმ ბრინჯაოს პრიზიორობას და 80 სარეიტინგო ქულას ნიშნავს.
დღესვე გერმანულ ტატამზე კიდევ 6 ქართველი გავიდა და მათთვის ტურნირი უკვე დასრულებულია. ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ), ზურაბ ზვიადაური (90 კგ) და ნოდარ მეტრეველი (100 კგ) საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ, ხოლო ლევან ჟორჟოლიანს (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილს (+100 კგ) სამეულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. ორივემ მეოთხედფინალში წააგო და დიდი პრიზი მე-5 ადგილით დაასრულა.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091589