ძიუდო

14:33 | 27.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანმა მერვედფინალშიც იპონით იმარჯვა

 

90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგ-სიის ლიდერმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მეტოქე ჩასმოიშორა. ევროპის ქართველმა ჩემპიონმა ჰოლანდიელ გიიომ ელმონს უქულო ძირითადი ხუთწუთეულის შემდეგ მომგებიანი წმინდა გდება ოქროს დროში შეუსრულა.

შეგახსენებთ, ლიპარტელიანი ევროპირველობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს ორწუთ-ნახევარში მოუგო.

მეოთხედფინალში ლიპარტელიანი ლიტველ კაროლის ბაუზას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092316