ფეხბურთი

11:49 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულს” სუარესთან განშორება უჭირს

ინგლისის “ლივერპულის” ხელმძღვანელობას ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, შეელიოს თუ არა ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფორვარდ ლუის სუარესს, რომელსაც მსურველები არ აკლია.

The Independent-ის ცნობით, გუშინ 26 წლის ფეხბურთელის აგენტი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა მათგან საკუთარ კლიენტთან დაკავშირებული გეგმები პირადად მოესმინა.

ერთის მხრივ, მერსისაიდელებს ურუგვაელთან განშორება უჭირთ, მით უმეტეს, რომ მისი შეძენის მსურველები ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მათი უშუალო კონკურენტები არიან, მეორეს მხრივ კი, სარფიან წინადადებებზეც უძნელდებათ უარის თქმა.

საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე, რომელსაც “ლივერპული” სუარესის ტრანსფერისგან მიიღებს. ამასთან, ლუისის ოჯახი ლივერპულში თავს კარგად გრძნობს და თავად ფორვარდს, რომელმაც პრემიერლიგის გასული გათამაშების 33 მატჩში 23 გოლი გაიტანა, ატმოსფეროს გამოცვლის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს და კლუბს არც ულტიმატუმებს უყენებს.

სუარესის შეძენა ლონდონურ კლუბებს - “არსენალს” და “ჩელსის” სურთ.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096801