ინტერვიუები

15:12 | 13.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულში” დალგლიშს ენდობიან

ინგლისის “ლივერპულის” ამერიკელმა პრეზიდენტმა ტომ ვერნერმა, დაკავებული თანამდებობებიდან კლუბის დირექტორი დემიენ კომოლი და სამეცნიერო-სამედიცინო სამსახურის უფროსი პიტერ ბრუკნერი გაათავისუფლა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, “ლივერპულის” ოფიციალური საიტი ვერნერს ისაუბრა და მისგან შეიტყო, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ კენი დალგლიშს არაფერი ემუქრება.
- ტომ, დილის ამბებმა, ალბათ, შოკში ჩააგდო კლუბის გულშემატკივრები. რით ახსნით თქვენს ასეთ გადაწყვეტილებას?
- უწინარესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგით, კმაყოფილი არცერთი გულშემატკივარი არაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ “ლივერპული” ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი უნდა იყოს მსოფლიოში და ამიტომ, მზად ვართ წავიდეთ ნებისმიერ ქმედებაზე იმისათვის, რათა ეს სტატუსი მოვიპოვოთ. ამ გადაწყვეტილებამდე ძალიან ფრთხილად მივედით, რადგან მიჩვეული ვართ ხალხის ნდობას და მათთვის ძალაუფლების მინიჭებას. როგორც წესი, ეს ამართლებს. მაგალითისთვის, “ბოსტონის” მენეჯერი, პოსტზე რვა წლის განმავლობაში დავტოვეთ და მან ფანტასტიკურ შედეგებს მიაღწია. ჩვენ სტაბილურობის შენარჩუნებას ვამჯობინებთ, თუმცა, როდესაც მოქმედების დრო დგება, მზად ვართ ნებისმიერი ქმედებისათვის. მიმდინარე სეზონი მალე დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და საქმის გადადება აღარ ღირდა.
- კომოლის წასვლის შემდეგ, ფიქრობთ, რომ ახალი სპორტული დირექტორი გჭირდებათ?
- საორგანიზაციო სტრუქტურა ჩვენ თვითონ დავაკომპლექტეთ და ის მისაღებად მიგვაჩნია. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სტრუქტურა მუდამ ასეთი იქნება. თუმცა, ვფიქრობთ, რომ როდესაც საკვანძო გადაწყვეტილების მიღებაში რამდენიმე ადამიანი იღებს მონაწილეობას, ეს კარგია. კამათში იბადება ჭეშმარიტება და ვეცდებით, რაც შეიძლება მოკლე ვადებში ვიპოვოთ ადამიანის ღირსეული შემცვლელი.
- კანდიდატურები უკვე გყავთ?
- ჯერ არა, თუმცა, სეზონის ბოლომდე დრო კიდევ გვაქვს და ვეცდებით საუკეთესო სპეციალისტი შევარჩიოთ.
- კომოლის გაძევება იმის შედეგია, რომ მფლობელმა ზაფხულში ჩადებული ინვესტიციის თანაზიარი შედეგი ვერ მიიღო?
- ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი საიმისოდ, რომ პლანეტის ყველა გუნდს ტოლსწორად ვეთამაშოთ. არ მსურს, კონკრეტული გადაწყვეტილებების განხილვა. ვფოქრობთ, რომ გუნდს გამარჯვებების მისაღწევად ყველაფერი ჰქონდა და ამიტომ, უკმაყოფილონი ვართ, ისევე, როგორც გულშემატკივართა უმრავლესობა. შემუშავებული გვაქვს სამომავლო სტრატეგია და მივიჩნიეთ, რომ დამიენი არ იყო ის სპეციალისტი, რომელიც მის განხორციელებას შეძლებდა.
- აღნიშნული გადაწყვეტილება კენი დალგლიშის პოზიციაზეც იმოქმედებს?
- არანაირად. ჩვენ კენის გვწამს და მას სრულად ვენდობით. გვჯერა, რომ გუნდს ნათელი მომავალი სწორედ მისი ხელმძღვანელობით ექნება.
- კლუბის მმართველობაში ცვლილებებს მომავალშიც გეგმავთ?
- არა. ვფიქრობთ, კლუბს საკმაოდ ძლიერი მმართველები ჰყავს იენ ეირის მეთაურობით. მათ მაქსიმალური შედეგის მიღება შეუძლიათ იმ წყაროებიდან, რომლებიც კლუბის განვითარებისკენ მივმართეთ. კლუბის მომსახურე პერსონალი ნდობას იმსახურებს.
- კომოლის წასვლა იმის მანიშნებელია, რომ ზაფხულში გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა შეიცვლება?
- კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადრე დასახულ კურსს, არ გადავუხვევთ, თუმცა, რაღაც-რაღაცეები ისე არ მოხდა, როგორც ვვარაუდობდით. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ საერთო მიდგომა მართებულია და ეს შედეგს მოგვიტანს. ახლა აუცილებელია პირველი გუნდის ბირთვის შეკვრა და ამიტომ, ფეხბურთელების შერჩევისას მაქსიმალურად ყურადღებით ვიქნებით.
- რას ეტყვით კლუბის გულშემატკივრებს “ევერტონთან” გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ?
- ყველანი მოუთმენლად ველით ამ თამაშს. მიგვაჩნია, რომ გუნდი შედეგის საჩვენებლად მზადაა. უკვე ვნახეთ, როგორი თავგანწირვით ითამაშეს ბიჭებმა “უემბლიზე”. წელს მხოლოდ ერთ გუნდს აქვს ლიგის და საფეხბურთო ასოციაციის თასების მოგების შანსი და გულშემატკივრები მხოლოდ გამარჯვებებს ელიან.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096089