ჭადრაკი

0:41 | 15.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონში პრეტენდენტთა ტურნირი იწყება

დღეს, ლონდონში საზეიმო ვითარებაში გაიხსნება ტურნირი მსოფლიოს რვა უძლიერესი მოჭადრაკის მონაწილეობით.

1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2872; დაბ.თარიღი: 30.11.1990) მსოფლიო კლასიფიკაციით პირველი მოჭადრაკე

მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი ბლიცში

2009 და 2010 წლებში საჭადრაკო ოსკარის მფლობელი

2. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2810;  25.06.1975) მე-2 მსოფლიოში

მსოფლიოს კლასიკური  ჩემპიონი 2000-2006 წლებში

2006 წლის მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების   გამარჯვებული  1992, 1994, 1996 წლებში.

2000 და 2006 წლებში საჭადრაკო ოსკარის მფლობელი.

3. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2809; 6.10.1982) მე-3 მსოფლიოში

2005 წლის მსოფლიოს თასის  მფლობელი

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებული  2006, 2008 და 2012 წლებში

მსოფლიოს  2011 წლის  გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული

2005 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული

2008-2009 წლის ფიდეს გრან-პრის სერიის გამარჯვებული

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი ბლიცში

4. ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2793; 03.03.1987) მე-4 მსოფლიოში

2009 წლის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული

2004 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტი

2005 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი

2002 წლის რაპიდში ფიდეს გრან-პრის ფინალისტი

2012 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული

5. ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2764; 31.10.1983) მე-10 მსოფლიოში

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებული  2000, 2002 წლებში

მსოფლიოს 2005 და 2010 წლების გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული

2007 წლის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული

2011 წლის მსოფლიო თასის  ფინალისტი

6. ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2757; 18.03.1969) მე-11 მსოფლიოში

ევროპის 2004 ჩემპიონი

2002 წლის ფიდეს ვესრიით მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი

2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბლიცში

1991 წლის პრეტენდეტთა მატჩების მონაწილე

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების   გამარჯვებული  1988 და 1990 წლებში სსრკ-ს სახელით

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებული  2004, 2010 წლებში უკრაინის სახელით

მსოფლიოს 1989 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული სსრკ-ს სახელით

მსოფლიოს 2001 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული უკრაინის სახელით

7. პეტერ სვიდლერი (რუსეთი, 2747; 17.06.1976) მე-14 მსოფლიოში

2001 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტი

2011 წლის მსოფლიოს თასის მფლობელი

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებული  1994, 1996, 1998, 2000 და 2002 წლებში

მსოფლიოს 1997 და 2005 წლების გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული

2007 წლის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული

8. ბორის გელფანდი (ისრაელი, 2740;  24.06.1968) მე-17 მსოფლიოში

2012 წლის  მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის მონაწილე, ამჟამინდელ ჩემპიონ ანანდთან

2011 წლის პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული

1991 წლის პრეტენდენტთა მატჩების მონაწილე

2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი

 

მსოფლიო ჩემპიონობის  პრეტედენტთა ტურნირი წრიული სისტემით ორ წრედ გაიმართება და გამარჯვებული მსოფლიოს ამჟამინდელ ჩემპიონ ვიში ანანდს პლანეტის საუკეთესო მოთამაშის ტიტულში შეეცილება.

პარტიები თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება:

სათამაშო დღეებია: 15, 16, 17, 19, 20, 21, 23, 24, 25, 27, 28, 29, 31 მარტი და 1 აპრილი. დასვენების დღეებია: 18, 22, 26, 30 მარტი. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტაი-ბრეიქი 2 აპრილს, დახურვის დღეს გაიმართება.

მონაწილეები კენჭისყრის შედეგად შემდეგნაირად განაწილდნენ: 1. არონიანი; 2. გელფანდი; 3. ივანჩუკი; 4. სვიდლერი; 5. კრამნიკი; 6. გრიშუკი; 7. რაჯაბოვი; 8. კარლსენი;

ამრიგად, პირველ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: არონიანი – კარლსენი; გელფანდი – რაჯაბოვი; ივანჩუკი – გრიშჩუკი და სვიდლერი – კრამნიკი.

0.097089