მეპატრონის გამოცვლის შემდეგ, NBA-ს კლუბი “ლოს ანჯელეს კლიპერსი”, რომელიც ქალაქ ლოს ანჯელესში მდებარეობს, ადგილსამყოფელის გამოცვლას არ აპირებს.
ამის შესახებ განცხადება “კლიპერსის” ახალმა მეპატრონემ, მილიარდერმა სტივ ბალმერმა გააკეთა.
“ის ფაქტი, რომ სიეტლში ვცხოვრობ არაფერს ნიშნავს. “კლიპერსი” ისევ ქალაქ ლოს ანჯელესში დარჩება, რომელიც ძალიან მიყვარს და ამ ქალაქს დიდ პატივს ვცემ” – თქვა ბალმერმა.
შეგახსენებთ, რომ ჭორი “კლიპერსის” ქალაქ სიეტლში გადატანის შესახებ იმის შემდეგ გავრცელდა, რაც გუნდი მილიარდერმა “Microsoft”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ბალმერმა რასიზმში ეჭვმიტანილ “კლიპერსის” აწ უკვე ყოფილი მეპატრონის, დონალდ სტერლინგისაგან NBA-ს ისტორიაში სარეკორდო 2 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეიძინა.