ავტოსპორტი

0:16 | 1.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

”ლოტუს რენოს” ახალი მანქანა - R31

”ლოტუს რენომ” თავისი ახალი მანქანის ფერთა გამის პრეზენტაცია ორი კვირის წინ, ბირმინგემში ჩაატარა, ვალენსიაში კი ახალი ბოლიდი - R31 წარადგინა, რომლითაც ახალი სეზონისთვის მზადებას იქვე დაიწყებს. ”ზაუბერის” მსგავსად, ინგლისურ-ფრანგული გუნდის მთავარი მიზანიც, კონსტრუქტორთა პირველობაზე, რაც შეიძლება უკეთესი ადგილის დაკავება იქნება.
რამდენადაც, ”მერსედესმა” თავისი ახალი მანქანის მხოლოდ ფოტო გამოაქვეყნა, ”ლოტუს რენო” მხოლოდ მეოთხე გუნდია, რომელმაც საზოგადოებას თავისი სიახლე უჩვენა. ისევე როგორც ”ფერარის”, ”ზაუბერის” და ”ტიმ ლოტუსის” მანქანებს, R31-საც მაღლა აწეული ცხვირი და აგრესიული გარეგნობა აქვს და ის ძველი ”ლოტუსისთვის” ტრადიციულ - შავ და ოქროსფერშია გამოწყობილი.
ავტომობილს უკან ახალი საკიდარი აქვს, დაახლოებით ისეთი, როგორიც ”ფერარის”. სხვათა შორის, ამ ტიპის საკიდარი პირველად შარშან ”რედ ბულ რეისინგმა” გამოიყენა. გამოსაბოლქვი სისტემის მოლები დაფარულია, რაც შემხვედრ ჰაერს ნაკლებად აშფოთებს.
პრეზენტაციაზე გუნდმა ასევე წარადგინა თავისი ხუთი სარეზერვო პილოტი, რომელთა შორისაც არიან ბრუნო სენა და ფრანგი რომენ გროჟანი არიან. ყველა მათგანი იმედოვნებს, რომ მალე გუნდის საპრიზო პილოტად დაწინაურდება. სანამ ოცნება აუსრულდებათ, ამ სეზონში, თავისუფალ პრაქტიკებზე მორიგეობით მიუჯდებიან R31-ის საჭეს.
გუნდის შეფი, ერიკ ბუიე ამბობს, რომ ახალ მანქანას ნაწილების 92 პროცენტი სრულიად ახალი აქვს. უფრო მეტიც, ”ლოტუს რენომ” ახალი მანქანის შემუშავების პროცესი დახვეწა, რისი წყალობითაც, ეს პროცესი ყველა ასპექტში, 15 პროცენტით უფრო ეფექტური გახდა. ეს კი იმის იმედს აძლევს, რომ მისი გუნდი ტრასაზეც და პადოკშიც კონკურენტუნარიანი იქნება.

 

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090083