დავით მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა გრან-პრის გათამაშების მეორე ეტაპი რაპიდსა და ბლიცში, რომელიც ამასთანავე სწრაფ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის სტატუსსაც ატარებდა.
9-დან 7-7 ქულით პირველობა ერთბაშად სამმა მონაწილემ გაიყო და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 1. დავით მაღალაშვილი, 2. ლევან ფანცულაია, 3. ლევან ბრეგაძე.
შეახსენებთ, რომ ტურნირში შემდეგი საპრიზო ფონდი იყო დაწესებული: 1 ადგილი – 250 ლარი, 2 ადგილი – 100 ლარი, 3 ადგილი – 100 ლარი.
ხვალ, 26 ივნისს მოჭადრაკე ვაჟები ერთმანეთს ბლიცებში გაეჯიბრებიან.







