კალათბურთი

12:42 | 2.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

"მაიამი" წარმატებათა სერიას აგრძელებს

მოქმედმა ჩემპიონმა "მაიამიმ" საკუთარ American Airlines Arena-ზე "მემფის გრიზლისს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, მეოთხე მეოთხედის ბოლო წამებზე მაინც მოახერხა მეტოქისთვის გამარჯვების ხელიდან გამოგლეჯა - 98:91. ერიკ სპოელსტრას გუნდმა ზედიზედ მოგებულ მატჩთა სერია ცამეტამდე აიყვანა.
შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო და საწყის წუთებში "მემფისმა" სცადა, მასპინძლები პოზიციურ კალათბურთში ჩაეთრია, რაც რაღაც პერიოდის განმავლობაში წარმატებით გამოუვიდა. ზაკ რენდოლფი და მარკ გასოლი სამწამიან ზონაში დომინირებდნენ, თავის მხრივ ლებრონ ჯეიმსს არ წაუვიდა თამაშიდან ტყორცნები (თამაშიდან 14-ჯერ ისროლა და მხოლოდ 4-ჯერ ჩააგდო), რის შედეგადაც "მაიამიმ" პირველი მეოთხედი 16:20 წააგო.
მეორე პერიოდში თამაშის შემობრუნებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მასპინძელთა მეორე ხუთეულის კალათბურთელებმა. ლებრონმა ძირითადი აქცენტი გუნდურ თამაშზე გადაიტანა, იგი სწრაფად შედიოდა მეტოქის სამწამიანში, თავისკენ იზიდავდა რამდენიმე მოწინააღმდეგეს და ამით პარტნიორებს სივრცეებს პერიმეტრზე უნთავისუფლებდა, რითაც მშვენივრად სარგებლობდნენ რეი ალენი, შეინ ბეტიე და მარიო ჩელმერსი. მათ ჯამში 13 სამქულიანიდან 8 ზუსტად ჩაუშვეს კალათში და "მაიმი" დიდ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა - 42:41.
მეორე ტაიმის სტარტზე ლებრონმა ისევ რამდენიმე სროლა გააფუჭა, რის შემდეგაც დუეინ საკუთარ თავზე თამაში ვეიდმა აიღო. იგი შესანიშნავ ფორმაშია და ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა, 20 ან მეტ ქულას აგროვებს. მისი აქტიური ქმედებების შედეგად, მასპინძლები მცირე უპირატესობას ინარჩუნებდნენ, თუმცა ანგარიშში შორს გაქცევის საშუალებას "მემფისი" არ აძლევდათ. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 45 წამით ადრე მარკ გასოლმა საშუალო დისტანციიდან ჩააგდო და "გრიზლისის" ჩამორჩენა კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა - 89:90. დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. მოქმედმა ჩემპიონებმა ჭკვიანური კომბინაცია გაითამაშეს, რის შედეგადაც ლებრონი პერიმეტრზე მარტო დარჩა, მიზანი გაისწორა და "მკვლელი" სამქულიანი ჩააგდო - 93:89. დარჩენილ მცირე დროში სტუმრებმა ტაქტიკური ფოლები აიღეს, თუმცა ამან არ გაამართლა, უბრალოდ საფინალო ანგარიში დაფიქსირდა 98:91 "მაიამის" სასარგებლოდ.
მატჩის გმირი დუეინ უეიდი გახლდათ 22 ქულით და 8 შედეგიანი პასით, ჯეიმსს მხოლოდ 2 მოხსნა დააკლდა მორიგ სამმაგ დუბლამდე - 18 ქულა, 10 შედეგიანი პასი, 8 მოხსნა. სტუმართა რიგებში კი საუკეთესო მარკ გასოლი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა და 9 მოხსნა მიუთვალა.
"სან ანტონიომ" "ფინიქსთან" მოულოდნელი მარცხის შემდეგ მთელი გაბრაზება "საკრამენტოსთან" გამოანთხია. გრეგ პოპოვიჩის დამოძღვრილმა გუნდმა "მეფეებს" 130 ქულა ჩაუგდო, საკუთარ კალათში კი მხოლოდ 102 მიიღო. "სპურსმა" წარმატებას ბრწყინვალე გუნდური კალათბურთის ხარჯზე მიაღწია. მის შემადგენლობაში ერთბაშად 8 კალათბურთელმა შეძლო 12 ან მეტი ქულის დაგროვება. სასტარტო ხუთეულის წევრთაგან კი, 25:18 წუთზე მეტი არცერთს უთამაშია.
დღევანდელი წარმატების შემდეგ "სან ანტონიო" 14 წაგებითა და 46 მოგებით დამაჯერებლად ინარჩუნებს პირველ ადგილს დასავლეთ კონფერენციაში, მის უახლოეს მდევარ "ოკლაჰომას" 16 წაგება და 42 გამარჯვება აქვს.

მაიამი - მეფისი 98:91 (16:20, 26:21, 25:25, 31:25)
მაიამი:
ჩელმერსი (9), ვეიდი (22), ბოში (13), ჯეიმსი (18+10პ), ჰასლემი (4); ალენი (10), კოული (4), ანდერსონი (4), ენტონი, ბეტიე (14)
მემფისი: კონლი (14), ალენი (9), გასოლი (24), რენდოლფი (14), პრინსი (4); დაიე (5), პოინდექსტერი (10), ბეილისი (4), დევისი (3), არტური (4)

სან ანტონიო - საკრამენტო 130:102 (34:21, 29:28, 34:20, 33:33)
სან ანტონიო:
პარკერი (13), გრინი (15), ლეონარდი (14), სპლიტერი (14+11მ), დანკანი (13+10მ); ბეინსი (2), ჯინობილი (9), ნილი (), ბონერი (13), მილსი (12), დე კოლო, ბლერი (16), ჯოზეფი (9)
საკრამენტო: ტომასი (18), ევანსი (10), კაზინსი (9), ტომპსონი (6), სალმონსი (3); დუგლასი (3), ჰოუსი (8), ტორნტონი (25), ფრედიტი (2), ჯონსონი (6), პატერსონი (6),აუთლო (7)

ტორონტო - ინდიანა 81:93 (13:17, 21:22, 17:25, 30:29)
ტორონტო:
ლოური (5), დეროზანი (9),ვალანჩუნასი (4), გეი (21), ჯონსონი (2); ბარნიანი (8), როსი, ანდერსონი (14), ლუკასი (10), გრეი (2), ეისი (6)
ინდიანა: ჰილი (5), სტივენსონი (3), ჰიბერტი (18), ვესტი (15+11მ), ჯორჯი (22+10მ); ტ.ჰენსბრო 5(), გრინი (), მაინმი (7), ოგუსტინი (2), გრეინჯერი (8), ჯონსონი (4), პენდერგრაფი (2), გრინი (2)

ვაშინგტონი - ნიუ იორკი 88:96 (23:26, 25:28, 29:19, 11:23)
ვაშინგტონი:
ვოლი (16), ოკაფორი (11+10მ), სინგლეტონი, ვებსტერი (9), ბილი (29+11მ); სერაფინი (4), ტემპლი (2), ბუკერი (2), არიზა (15),მაკი
ნიუ იორკი: ვაითი, შამპერტი (3), ჩენდლერი (6), ენტონი (30), ფელტონი (23); სტადემაირი (12), სმიტი (13), ნოვაკი (5),კიდი (4)

ორლანდო - ჰიუსტონი 110:118 (32:31, 29:33, 26:22, 23:32)
ორლანდო:
მური (9), ნიკოლსონი (17),ჰარკლესი (13),ვუჩევიჩი (18+10მ), აფლალო (19); ჰარისი (27),უდრიხი (4), ჰარინგტონი (3),ლემბი
ჰიუსტონი: ლინი (11), ჰარდენი (24), აშიკი (9), მოტეიუნასი (17), პარსონსი (21); ბევერლი (13), რობინსონი (2), სმიტი, დელფინო (21)

ბოსტონი - გოლდენ სტეიტი 94:86 (31:20, 19:26, 19:16, 25:24)
ბოსტონი:
ლი (8), ბრედლი (8), გარნეტი (7), ბასი (8), პირსი (26); ვილკოქსი (8), გრინი (18), ტერი (7), კროუფორდი (4), უილიამსი
გოლდენ სტეიტი: კარი (25), ტომპსონი (15), ლი (10), ბარნსი (16), ბიედრინსი; ლენდრი (11), ჯეკი (2),ეზელი (2), გრინი (2), ჯეფერსონი (3)

კლივლენდი - კლიპერსი 89:105 (23:31, 22:23, 23:23, 21:28)
კლივლენდი:
ლივინგსტონი (10), ვეიტერსი (17),ზელერი (9), ტომფსონი (15), ჯი (2); მაილსი (16),ვოლტონი, სპეიტსი (10), ელინგტონი (9), ჯონსი (1), გიბსონი
კლიპერსი: პოლი (11+15პ), ბილაფსი (5), ჯორდანი (10), გრიფინი (16+11მ), ბატლერი (13); კროუფორდი (24), ოდომი (10), ჰოლინზი (4), ბლედსოუ (4), ტურიაფი (2), ბარნსი (6), გრინი

ბრუკლინი - დალასი 90:98 (21:22, 28:26, 14:29, 27:21)
ბრუკლინი:
უილიამსი (24), ჯონსონი (11), ლოპესი (19), ევანსი, ვოლესი (7); ბლაჩი (8),ვოტსონი (11), ბოგანსი (3), ბრუქსი, ტელეტოვიჩი (5), ჰამფრიზი (2),
დალასი: კოლისონი (9), მეიო (17), კამანი (8), მერიონი (6), ნოვიცკი (20); მ.ჯეიმსი (7), კარტერი (20), კრაუდერი (3), ბრენდი (8)

ნიუ ორლეანი - დეტროიტი 100:95 (23:27, 24:22, 27:20, 26:26)
ნიუ ორლეანი:
გორდონი (21), ვასკესი (25), ლოპესი (10), ანდერსონი (19+13მ), ამინუ (8); ტომასი (5), ანრი, მეისონი (5),რივერსი (7)
დეტროიტი: ნაითი (22), სინგლერი (10), მონრო (27+10მ), მაქსიელი (10), კალდერონი (7); კრავცოვი (2), სტაკი (6), ჯერებკო (4), ბაინამი (7), ვილიანუევა
 
იუტა - შარლოტი 98:68 (21:9, 26:15, 21:24, 30:20
იუტა:
ფოი (9), კანტერი (23+22მ), მა. უილიამსი (1), ვოტსონი, ფეივორსი (8); ჰაივარდი (14),ბარქსი (10), ევანსი (14), ტინსლი, კეროლი (19), მერფი
შარლოტი: უოკერი (8), ჰენდერსონი (5), ბიიომბო (1), მულენსი (12), კიდ-გილკრისტი (8); სეშენსი (11),გორდონი (5), ტეილორი (3),ჰეივუდი (7), ადრიენი (8), უილიამსი

ფინიქსი - ატლანტა 92:87 (21:19, 23:20, 28:22, 20:26)
ფინიქსი:
დრაგიჩი (19),გორტატი (2), სკოლა (6), დადლი (5), ტაკერი (2); მარშალი (4), მარკუს მორისი (16), ონილი (12),ჯონსონი (15), მარკიფ მორისი (11), ბისლი
ატლანტა: ტიგი (6), ჰორფორდი (20), სმიტი (5), კორვერი (17), სტივენსონი (5); ფაჩულია (8), ჯონსონი (2), ტოლივერი (11), ჯენკინსი (1), ჰარისი (12)

დენვერი - ოკლაჰომა 105:103 (26:29, 30:18, 29:28, 20:28)
დენვერი:
ლოუსონი (11), იგუადალა (4), კუფოსი (8), ფარიდი (4), გალინარი (7); მილერი (14), ბრიუერი (14), მაკგი (8), მოზგოვი, ჩენდლერი (35)
ოკლაჰომა: ვესტბრუკი (38), სეფალოშა (8), პერკინსი (4), იბაკა (17), დურანტი (25+14მ); მარტინი (3), კოლისონი (2), ჯექსონი (6), ფიშერი

 

 

დასავლეთ კონფერენცია

 

1. სან ანტონიო 60 46 14 6279:5765 0.767
2. ოკლაჰომა 58 42 16 6190:5640 0.724
3. კლიპერსი 61 43 18 6132:5721 0.705
4. მემფისი 57 38 19 5316:5109 0.667
5. დენვერი 60 38 22 6332:6109 0.633
6. გოლდენ სტეიტი 59 33 26 5955:5987 0.559
7. იუტა 59 32 27 5812:5814 0.542
8. ჰიუსტონი 60 32 28 6393:6221 0.533
9. ლეიკერსი 59 29 30 6039:5967 0.492
10. პორტლენდი 57 26 31 5529:5692 0.456
11. დალასი 58 26 32 5856:5917 0.448
12. მინესოტა 55 20 35 5237:5375 0.364
13. ნიუ ორლეანი 60 21 39 5655:5860 0.350
14. ფინიქსი 60 21 39 5673:5984 0.350
15. საკრამენტო 60 20 40 5890:6316 0.333

 

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

 

1. მაიამი 56 42 14 5812:5412 0.750
2. ნიუ იორკი 55 35 20 5510:5297 0.636
3. ინდიანა 59 37 22 5540:5286 0.627
4. ატლანტა 57 33 24 5563:5504 0.579
5. ბრუკლინი 59 34 25 5614:5599 0.576
6. ჩიკაგო 58 33 25 5372:5293 0.569
7. ბოსტონი 58 31 27 5575:5564 0.534
8. მილუოკი 56 28 28 5482:5533 0.500
9. ფილადელფია 56 22 34 5143:5362 0.393
10. ტორონტო 59 23 36 5714:5810 0.390
11. დეტროიტი 61 23 38 5788:5952 0.377
12. კლივლენდი 59 20 39 5760:5965 0.339
13. ვაშინგტონი 57 18 39 5242:5444 0.316
14. ორლანდო 59 16 43 5561:5914 0.271
15. შარლოტი 58 13 45 5407:5959 0.224
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164215