ფეხბურთი

13:29 | 13.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაკდერმოტმა “ლიდსი” ჩაიბარა

 

ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონშიპში მოასპარეზე “ლიდსის” მთავარი მწვრთნელი ბრაიან მაკდერმოტი გახდა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მან იორკშირელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ალბათ, ეს ერთადერთი კლუბია, რომელსაც სეზონის ამ სტადიაში სათავეში ჩავუდგებოდი. ახლა მსურს, საქმეს რაც შეიძლება მალე შეუდგე”, – თქვა 52 წლის მაკდერმოტმა, რომლის დებიუტი “შეფილდთან უენსდისთან” შედგება.

“ლიდსმა” ნილ უორნოკი გასულ კვირაში დაითხოვა, რაც გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგით იყო განპირობებული. ლიდსელებს უკვე 7 ტურია, არ მოუგიათ და გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089918