ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა ჩემპიონლიგაში მოასპარეზე “დერბი ქაუნთისთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა.
მაკლარენმა, თავის თანაშემწეებთან პოლ სიმპსონთან და ერიკ სტილთან ერთად კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა.
“დერბისთან” ახალი კონტრაქტი პოლ სიმპსონთან და ერიკ სტილთან ერთად გავაფორმე, რომლებიც ჩვენი სამწვრთნელო სტრუქტურის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან” – იუწყება “დერბის” ოფიციალური ვებგვერდი.
განვლილ სეზონში, “დერბიმ” ინგლისის პრემიერლიგაში გადასასვლელად პლეი ოფში ითამაშა და “უემბლიზე” “ქუინზ პარკ რეინჯერსთან” 0:1 დამარცხდა.





