ავტოსპორტი

4:00 | 8.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენმა“ შეიძლება ფ1-ში საკუთარი აწარმოოს

 

ფორმულა 1-ში 2013 წლიდან რეგლამენტით ტურბოძრავების ერა დაბრუნდება. მოსალოდნელია, რომ ამ დროისთვის რამდენიმე გუნდი საკუთარი ძრავების წარმოებას დაიწყებს და შესაძლოა, მათ შორის „მაკლარენიც“ იყოს.

„რედ ბულ რეისინგი“ პირველი იყო, რომელმაც ამის შესაძლებლობა არ გამორიცხა. ახლა კი „მაკლარენის“ ჯერიც დადგა, რომელმაც თავის საგზაო სუპერ ავტომობილ MP4-12C-სთვის 3.8-ლიტრიანი წყვლიტურბოიანი V8 ძრავი თავად შექმნა, რითაც დაამტკიცა, რომ ძრავების წარმოების ტექნოლოგიას ფლობს.

2009 წლის სეზონის ბოლოს, „მაკლარენი“ „მერსედესს“ დაშორდა, რომელიც მას ძრავებით ამარაგებს. თუმცა, დაშორება მათ პარტნიორობას შეეხო და არა ძრავების კონტრაქტს, რომელიც 2015 წლამდეა ძალაში. თუმცა ეს კონტრაქტი მაშინვე დასრულდება, როდესაც ბრიტანული კომპანია გადაწყვეტს, რომ საკუთარი გუნდისთვის ძრავები თვითონვე აწარმოოს.

„ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ, რადგან ამბიციური გუნდი ვართ. ფორმულა ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული ტურნირია და კომპანიებისთვის საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ“ - ამბობს „მაკლარენის“ გუნდის შეფი, მარტინ უიტმარში გამოცემა „მოტორ სპორტთან“ საუბრისას.

თუმცა, თავადვე დასძენს, რომ უზარმაზარი თანხების დახარჯვა იმისათვის, რომ შეიქმნას ძრავი, რომელიც მხოლოდ ფ1-სთვის იქნება განკუთვნილი, გაუმართლებელი ფუფუნებაა. და ამიტომ, ამ ეტაპზე, ძრავების წარმოების შესაძლებლობა არც განიხილება.

უიტმარში ასევე ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რომლის გამოც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ და ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციამ ძრავების ახალი რეგლამენტი დაამტკიცეს, სპორტში მეტი ავტომწარმოებლის მოზიდვის პერსპექტივაა. და ეს ცვლილება არ განხორციელდა იმისათვის, რომ ზოგიერთმა გუნდმა თავისი ძრავები თვითონვე დაამზადოს. და თუ ჩემპიონატში ახალი ავტო კომპანიები არ გამოჩნდა, მაშინ რეგლამენტის ცვლილებას აზრი დაეკარგება.

 

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09277