ავტოსპორტი

18:34 | 22.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

მალდონადომ პირველი პრაქტიკა „მოიგო“

 

ესპანეთის დიდ პრიზზე მოპოვებული სენსაციური გამარჯვების შემდეგ „დაკარგულმა“ ვენესუელელმა პასტორ მალდონადომ ისევ ესპანეთში, ამჯერად ვალენსიაში „გამოიღვიძა“ და პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო დრო აჩვენა. რა თქმა უნდა, პრაქტიკაზე ნაჩვენები შედეგი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ მონრეალის შემდეგ, მალდონადოც და მისი ბრაზილიელი თანაგუნდელი ბრუნო სენაც ირწმუნებოდნენ, ჩვენი დროებითი ჩავარდნა არ ნიშნავს, რომ მანქანა და გუნდი კონკურენტუნარიანები აღარ ვერთო...

მეორე შედეგი სებასტიან ფეტელს აქვს, ვისაც ვალენსიაში ორი რბოლა მოუგია და ჰეთ-თრიკს აპირებს. მას მალდონადოზე 0.083 წამით უარესი დრო აქვს. მესამე დრო კი ფეტელის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს აქვს, ვინც სესიის უმეტესი ნაწილი ბოქსებში ელოდა, რადგან ჰიდრავლიკური სისტემა, რომელიც უკანა რეგულირებად ფრთას ამოძრავებს, მწყობრიდან გამოვიდა და მექანიკოსები ამ პრობლემის მოგვარებას დიდხანს მოუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკის შედეგებში, მოწინავე ხუთი ადგილი იმ პილოტებს უკავიათ, ვისაც რბოლა უკვე მოგებული აქვს. მეოთხე და მეხუთე, შესაბამისად ჯენსონ ბატონი და ფერნანდო ალონსო არიან.

სესიის პირველ ნაწილში, პილოტების უმეტესობა მხოლოდ საინსტალაციო წრეს ასრულებდა, რის შემდეგაც ბოქსებში შედიოდა. მალდონადომ, ვისაც ბარსელონაში გამარჯვების შემდეგ, კარგი შედეგების ჩვენებაში, სხვადასხვა მიზეზით სტარტზე დაქვეითედა უშლიდა ხელს, თავისი საუკეთესო დრო შუა სესიისას დააფიქსირა.

საინტერესოა, რომ ტრასაზე, რომელზე გასწრებაც ძალიან ძნელია და ამიტომ, საკვალიფიკაციო რბოლას დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველი პრაქტიკის დროს, ძალიან მჭიდრო დროები დაფიქსირდა. კერძოდ, პირველ ცხრა პილოტს მხოლოდ წამის სამი მეათედი აშორებს...

 

ევროპის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)        1:40.890

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:40.973

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:40.984

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:40.994

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:41.065

6. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)               1:41.105

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:41.117

8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:41.158

9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:41.182

10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:41.620

11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:41.784

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                          1:41.838

13. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:41.861

14. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:42.109

15. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, ფორს ინდია)                1:42.175

16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:42.299

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)                1:42.442

18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:42.758

19. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:42.777

20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:43.209

21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                           1:44.173

22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:44.996

23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:45.120

24. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:45.338

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.182348