“მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგებს იმედი ჰქონდათ, რომ ანხელ დი მარიას დამატების შემდგომ მაინც მოიპოვებდა მათი კლუბი ნანატრ გამარჯვებას, მაგრამ იმედი ისევ გაუცრუვდათ. “წითელ ეშმაკებს” ვერც არგენტინელმა უშველა..
“იუნაიტედის” თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და ვერაფრით ჯობდა “ბარნლის”, რომელიც თავის მხრივ დიდ ვერაფერს თამაშობდა. შეხვედრამ ძალიან მოსაწყენად ჩაიარა: დაბალი ტემპი, ცოტა მომენტი, ბევრი შეცდომა – “ტურფ მურზე” გამოსარჩევი არაფერი მომდარა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით 0:0 დასრულდა.
თანაქალაქელზე უარესად შერცხვა “მანჩესტერ სიტი”, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად შინ წააგო “სტოკთან”. დღეს “სიტი” ნამდვილად არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელმაც ორშაბათს “ლივერპული” დამაჯერებლად დაამარცხა. ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, მასპინძლებმა ვერაფერი გააწყვეს და აქეთ გაუშვეს დიუფისგან 0:1.
დიდებულად თამაშობს ლონდონის “ჩელსი”, რომელიც გასვლაზე “ევერტონს” ხვდებოდა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. “არისტოკრატები” უკვე მე-3 წუთზე კოშტასა და ივანოვიჩის გოლებით 0:2 იგებდნენ. მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დანებებულან და ბოლომდე იბრძოდნენ. ტაიმის ბოლო წუთზე კევინ მირალასმა ერთი ბურთი გაქვითა და თამაშში დააბრუნა თავის გუნდი.
მეორე ტაიმში კი, კლუბებმა დიდებული სანახაობა შესთავაზეს ქომაგებს და ექვსი გოლი გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ 11-წუთიან მონაკვეთში 5 გოლი გავიდა. 67-ე წუთზე კოულმენმა ავტოგოლი მიითვალა, რასაც 2 წუთში ნეისმიტის გატანილი გოლი მოჰყვა. ამის შემდგომ, “ევერტონი” დიდი ძალებით წავიდა შეტევაში, რითაც “ჩელსიმ” ისარგებლა და მატიჩმა 74-ე წუთზე მეოთხედ დაამწუხრა ჰოვარდი. მერსესაიდელები მაინც არ დანებდნენ და 76-ე წუთზე კიდევ ერთი ბურთი გაქვითეს. გოლი შეცვლაზე შესულმა სამუელ ეტო’ომ გაიტანა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა “ევერტონის” რიგებში და პირველივე შეხვედრაში ყოფილ კლუბს გაუტანა. მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვეღარ მოახერხეს და ტრილერის ბედი 77-ე წუთზე რამირესმა გადაწყვიტა. ბოლო წუთზე კი, დიეგო კოშტამ მეექვსეც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:6. “ჩელსი” კვლავ უდანაკარგოდ მიიწევს წინ.
“ჩელსის” მსგავსად, ქულათა მაქსიმუმი დააგროვა “სუონსიმაც”. უელსურმა კლუბმა დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა “ვესტ ბრომვიჩი”. ნათან დაიერმა თავი დუბლით გამოიჩინა, ხოლო ერთი გოლი რუტლიჯმა გაიტანა.
პირველი გამარჯვებები მოიპოვეს “საუთჰემპტონმა” და “ქუინზ პარკ რეინჯერსმა”, ხოლო “ნიუკასლმა” 95-ე წუთზე დაკარგა 2 ქულა.
ბარნლი – მანჩესტერი 0:0
ბარნლი, “ტურფ მური”
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, მი, შაკელი, დაფი, ტრაიპერი, ტეილორი (რიდი 88), ჯონსი, მარნი, არფილდი, ინგსი (ბარნსი 78), იუტკევიჩი.
მწვრთნელი: სეან რიჩი
მანჩესტერი (3-1-4-2): დე ხეა, ბლეკეტი, ევანსი, ჯონსი, ფლეტჩერი, მატა (იანუზაი 87), დი მარია (ანდერსონი 70), ვალენსია, იანგი, რუნი, ვან პერსი (უელბეკი 73).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გაფრთხილებები: მარნი, რიდი – ფლეტჩერი, ბლეკეტი
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 9(3)-7(2), ჯარიმა: 10-14, კუთხური: 3-6, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-3
მანჩესტერ სიტი – სტოკი 0:1 (0:0)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მანჩესტერ სიტი (4-4-1-1): ჰარტი, დემიჩელისი, კომპანი, სანია, კოლაროვი, ფერნანდო (ფერნანდინიო 38), ტურე, ნასრი (ნავასი 63), სილვა, იოვეტიჩი (ჯეკო 63), აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
სტოკი (4-4-1-1): ბეგოვიჩი, უილსონი, შოუკროსი, ბერდსლი, პიტერსი, ნ’ზონზი, ველანი, ვოლტერსი (ოდემვინგე 46; ადამი 65), მოზესი (მუნიესა 80), დიუფი, კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი.
გოლი: დიუფი 58.
გაფრთხილებები: ფერნანდინიო, ტურე - ბერდსლი
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 73%-27%, დარტყმა: 15(2)-7(2), ჯარიმა: 14-5, კუთხური: 11-4, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-2
ნიუკასლი – კრისტალ პალასი 3:3 (1:1)
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, უილიამსონი, ჯანმაატი (ანიტა 79), ჰაიდარა, კოლბეკი, დე იონგი (პერესი 79), სისოკო, კაბელია, გუფრანი (აარონსი 67), რივიერი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ
კრისტალ პალასი (4-4-1-1): სპერონი, დანი, დელანი, მარიაპა, კელი, ბოლასი (მურეი 83), იარდი, იედინაკი, პანჩონი, შამახი (კემპბელი 52), გაილი (ზაჰა 70).
მწვრთნელი: ნილ უორნოკი
გოლები: 0:1 გაილი (1), 1:1 ჯანმაატი (37), 1:2 პანჩონი (50), 2:2 აარონსი (73), 3:2 უილიამსონი (88), 3:3 ზაჰა 95.
გაფრთხილებები: აარონსი - შამახი, მარიაპა, მურეი
მსაჯი: მაიკ დონსი
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 18(4)-11(6), ჯარიმა: 12-19, კუთხური: 11-4, თამაშგარე: 0-2, სეივი: 3-1
ქპრ – სანდერლენდი 1:0 (1:0)
ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”
ქპრ (4-4-1-1): გრენი, კოლკერი, ფერდინანდი, ჰილი, ისლა, მუტჩი, ბარტონი, ჰოილეტი (ტრაორე 83), ფილიპსი, ფერი (ტაარაბტი 90), აუსტინი (ზამორა 69).
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი
სანდერლენდი (4-3-3): მანონე, ბრაუნი, ოში, ვერჯინი (ალტიდორი 82), ვან აანჰოლტი, კატერმოლი, როდუელი (ჯაკერინი 69), ლარსონი, ვიკჰემი, ფლეტჩერი (ბაკლი 69), ჯონსონი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გოლები: აუსტინი 45+2.
გაფრთხილებები: მუტჩი – კატერმოლი, ჯაკერინი
მსაჯი: რობერტ მედლი
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 18(5)-16(6), ჯარიმა: 8-9, კუთხური: 4-6, თამაშგარე: 0-10 სეივი: 6-4
სუონსი – ვესტ ბრომვიჩი 3:0 (2:0)
სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ამატი, უილიამსი, რანხელი, ტეილორი, შელვი (კეროლი 84), კი, რუტლიჯი (მონტერო 64), სიგურდსონი, დაიერი, ბონი (გომისი 76).
მწვრთნელი: გარი მონკი
ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): ფოსტერი, უოლსონი, დოუსონი, დევიდსონი (გამბოა 72), უისდომი, მულუმბუ, გარდნერი, ბერაჰიმო, ბრანტი (მორისონი 72), დორანსი (სესენიონი 46), ბრაუნი.
მწვრთნელი: ალან ირვინი
გოლები: დაიერი 2;71, რუტლიჯი 24.
გაფრთხილებები: კი - დორანსი, გარდნერი
მსაჯი: პოლ ტერნი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 15(8)-16(2), ჯარიმა: 10-8, კუთხური: 0-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-5
ვესტ ჰემი – საუთჰემპტონი 1:3 (1:1)
ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, რიდი, ტომკინსი, ო’ბრიენი, კრესველი, კუაიტე, ნობლი, ვაზ ტე (დიამე 58), ზარატე (მორისონი 57), დაუნინგი, კოული (ვალენსია 79).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, იოშიდა, ფონტე, კლაინი, ბერტრანი, დევისი, შნეიდერლენი, უარდ-პროუსი (კორკი 71), ლონგი (რამირესი 66), ტადიჩი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლები: 1:0 ნობლი (27), 1:1;1:2 შნეიდერლენი (45;68), 1:3 პელე (83).
გაფრთხილებები: ო’ბრიენი, კრესველი - პელე
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 4(2)-18(8), ჯარიმა: 11-13, კუთხური: 2-9, თამაშგარე: 2-2, სეივი: 5-1
ევერტონი – ჩელსი (1:2) 3:6
ლივერპული, “გუდისონ პარკი”
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, დისტინი, იაგიელკა, ბეინსი, კოულმენი, ბერი, მაკკარტი, მაკგიდი (ეტო’ო 70), ნეისმიტი, მირალასი, ლუკაკუ (ბეშიჩი 90).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი.
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, მატიჩი, რამირესი, ფაბრეგასი (დროგბა 89), აზარი (აზარი 83), ვილიანი (მიკელი 76), კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
გოლები: 0:1 კოშტა (1), 0:2 ივანოვიჩი (3), 1:2 მირალაში (45), 1:3 კოულმენი (67 ა.გ.), 2:3 ნეისმიტი (69), 2:4 მატიჩი (74), 3:4 ეტო’ო (76), 3:5 რამირესი (78), 3:6 კოშტა (90).
გაფრთხილებები: ჰოვარდი - კოშტა, რამირესი, ფაბრეგასი
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 17(7)-12(8), ჯარიმა: 7-16, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 6-1, სეივი: 2-4
ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) – 4. ნათან დაიერი (სუონსი), სტივენ ნეისმიტი (ევერტონი) – 3.
ირაკლი ალიმბარაშვილი





