“მანჩესტერ იუნაიტედს” “უიგანის” 22 წლის ნახევარმცველის – ჯეიმს მაკარტის გადაბირება სურს. ამის შესახებ Goal.com-ი იუწყება.
ახალგაზრდა ირლანდიელის თამაშით “წითელი ეშმაკების” თავკაცი ალექს ფერგიუსონი დიდად მოხიბლულია. შოტლანდიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მაკარტის დიდი პოტენციალი აქვს და გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. სავარაუდოდ, “უიგანი” ნახევარმცველს 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეელევა.
“მანჩესტერის” გარდა, მაკარტისადმი ინტერესს “ლივერპულიც” იჩენს.









