პრემიერლიგის კვირის მატჩები არაერთგვაროვანი გამოდგა. “ტოტენჰემმა” შინ “ნიუკასლთან” წააგო და ლიდერთა ჯგუფს დროებით ჩამორჩა, “სიტი” სულაც მაჩანჩალა “სანდერლენდთან” დამარცხდა და ლამის ცხრილის შუამდე დაქვეითდა. “მანჩესტერმა” ყველას გაახსენა ვინ ვინ არის, ხოლო სუონსიში ნამდვილი თრილერი გათამაშდა, რომელიც ბოლოს უხვგოლიანი ფრით დასრულდა.
”ტოტენჰემმა” უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა შინ “ნიუკასლთან” წაგებით. ლოიკ რემის ადრეულმა გოლმა და მთელი სტუმარი გუნდის მედგარმა წინააღმდეგობამ “კაჭკაჭებს” “უაით ჰარტ ლეინზე” მოაგებინა, თუმცა შეხვედრის ჭეშმარიტ გმირად “ნიუკასლის” 25 წლის ჰოლანდიელი მეკარე, ტიმ კრული იქცა, რომელმაც ნამდვილი სასწაულები აკეთა, იგერიებდა ყველასგან და ყველა პოზიციიდან დარტყმულს, ჯამში მას 14 სეივი მოუგროვდა, რაც ერთ მატჩში პრემიერლიგის რეკორდი გამოდგა. მანამადე 12-12 სეივი მოეხერხებინათ ქპრ-ს პატრიკ კენის (2012), “პორტსმუტის” დევიდ ჯეიმსს (2006) და “ასტონ ვილას” ბრედ ფრიდელს (2008). თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსგავს სტატისტიკას 2006/07 წლების სეზონიდან ითვლიან.
პატარა სენსაცია მოხდა სანდერლენდში, სადაც აუტსაიდერმა “შავმა კატებმა” მოულოდნელად მრისხანე “მანჩესტერ სიტი” დაამარცხეს. მანუელ პელეგრინიმ ისევ არ ათამაშა ინგლისის ნაკრების მეკარე ჯო ჰარტი. არ იყო ტრავმირებული დავიდ სილვაც და მისი არყოფნა ყველაზე მეტად შეეტყოთ “ქალაქელებს.” მასპინძლებმა 21-ე წუთზე გახსნეს ანგარიში და რაც ყველაზე უცნაურია, სტუმრებს არც ამის შემდეგ მოუმატებიათ, პირიქით “სანდერლენდმა” კინაღამ ისევ გაიტანა. აი, შესვენების შემდეგ კი “სიტიმ” ნამდვილი ოკუპაცია მოუწყო მასპინძლებს, თუმცა სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. შედეგად, ჩემპიონობაზე მეოცნებე “სიტი” ჯერჯერობით მე-8 ადგილზე დარჩა.
დღის მთავარი მატჩი კი მანჩესტერში, “ოლდ ტრეფორდზე” გაიმართა. ცოტა არეულ ჩემპიონს ლიდერთან უნდა დაემტკიცებინა, რომ კვლავაც “ისევ ის მანჩესტერია” და დაამტკიცა კიდეც, რომ საჩემპიონო ბრძოლიდან მათი ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა. პირველი ტაიმი მთლიანად მასპინძლებისა იყო, გოლიც ჩინებული გამოუვიდათ, რუნის ჩამოწოდებულ კუთხურს ვან პერსიმ ოსტატური თავური შეაგება და შჩესნის ცხრიანში გაუტანა. მეორე ტაიმში კი სტუმრებმა იძალეს, მანჩესტერელებმა შეცდომებს უმატეს და ვენგერის შეგირდები რომ უფრო ზუსტნი ყოფილიყვნენ, ალბათ მალევე გაათანაბრებდნენ, მაგრამ აღარაფერი შეცვლილა. შედეგად, “არსენალი” ისევ 2 ქულით უსწრებს მეორეზე მყოფ “ლივერპულს, “მანჩესტერი” კი მეხუთეზე დადგა.
ტოტენჰემი – ნიუკასლი 0:1 (0:1)
ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.”
ტოტენჰემი: ფრიდელი, ვერტონგენი, დოუსონი, კირიკეში (კაბული 46), უოლკერი, დემბელე (სანდრო 46), პაულინიო, სიგურდსონი (დეფო 69), თაუნსენდი, ერიკსენი, სოლდადო
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში
ნიუკასლი: კრული, დებიუში, იანგა-მბივა, უილიამსონი, სანტონი, კაბაიე, ტიოტე, სისოკო, შოლა ამეობი (ანიტა 60), რემი (სისე 75), გუფრანი (ობერტანი 85)
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლი: 0:1 რემი (13)
გაფრთხილება: დაუსონი (89); დებიუში (53), სისოკო (61)
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 13(10)-4(2), ჯარიმა: 5-16, კუთხური: 11-4, თამაშგარე: 2-7, სეივი: 3-12
სანდერლენდი – სიტი 1:0 (1:0)
სანდერლენდი. “ლაითი.” 40 137
სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ბერდსლი, ჩელუსტკა, ჯონსონი (ბორინი 87), ლარსონი, სუნგ-იონგ კი, კოლბექი, ჯაკერინი (გარდნერი 72), ფლეტჩერი (ალტიდორე 77)
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
სიტი: პანტილიმონი, დემიკელისი, რიჩარდსი (საბალეტა 71), ლესკოტი, კოლაროვი, ნასრი, მილნერი, ხავი გარსია (ხესუს ნავასი 46), იაია ტურე, აგუერო, ნეგრედო (ჯეკო 71)
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლი: 1:0 ბერდსლი (21)
გაფრთხილება: ხავი გარსია (26)
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 2(3)-4(20), ჯარიმა: 6-13, კუთხური: 0-14, თამაშგარე: 0-2, სეივი: 4-1
მანჩესტერი – არსენალი 1:0 (1:0)
მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი."
მანჩესტერი: დე ხეა, ვიდიჩი (კლევერლი 46), ევრა, ევანსი, სმოლინგი, ჯონსი, კარიკი, ვალენსია, ვან პერსი (ფელაინი 85), რუნი, კაგავა (გიგზი 78)
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
არსენალი: შჩესნი, სანია, ვერმალენი, გიბსი, კოშელნი, იოზილი, არტეტა (გნაბრი 83), ფლამინი (უილშირი 61), კასორლა (ბენდტნერი 78), რემზი, ჟირუ
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლი: 1:0 ვან პერსი (27)
გაფრთხილება: ჯონსი (42), რუნი (75); სანია (31), ფლამინი (44), უილშირი (81)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 1(2)-2(4), ჯარიმა: 12-11, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-1
სუონსი – სტოკი 3:3 (0:2)
სუონსი. “ლიბერთი.” 19 242
სუონსი: ტრემელი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დევისი, დე გუზმანი, რუტლიჯი, ბრიტონი, პოსუელო, ლამა, ბონი
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
სტოკი: ბეგოვიჩი, ჰუთი, პეტერსი, შოუქროსი, კამერონი, აირლენდი, პალასიოსი, ნ’ზონზი, კრაუჩი, უოლტერსი, არნაუტოვიჩი
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლები: 0:1 უოლტერსი (8), 0:2 აირლენდი (25), 1:2 ბონი (56), 2:2 დაიერი (74), 3:2 ბონი (86), 3:3 ადამი (პენ, 90+6)
გაფრთხილება: ჩიკო (34), უილიამსი (60), ანხელ რანხელი (81), რუტლიჯი (90+2); ჰუთი (36), ადამი (80), ბეგოვიჩი (90+2)
მსაჯი: რობერტ მედლი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 3(4)-0(0), ჯარიმა: 10-15, კუთხური: 14-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 0-3
ბომბარდირები:
8 – ლუის სუარესი, დანიელ სტარიჯი (ორივე – “ლივერპული”), სერხიო აგუერო (“სიტი”)
7 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”), რობინ ვან პერსი (1, “მანჩესტერი”)





