ფეხბურთი

23:38 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანჩესტერული გრანდების უიღბლო საღამო

ინგლისის პრემიერლიგაში მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ლონდონის "არსენალის" გარდა, ვერც ერთმა გრანდმა, სამი ქულის მოპოვება ვერ შეძლო.

ტურის გახსნითი მატჩი "უაით ჰართ ლეინზე" შედგა. "ტოტენჰემსა" და "ჩელსის" შორის გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. თანაქალაქელებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. მე-19 წუთზე "მამლები" სიგურდსონმა დააწინაურა. 65-ე წუთზე მატას მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს, მიმართულება ჯონ ტერიმ შეუცვალა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მეექვსე ტური წარუმატებელი გამოდგა მანჩესტერული გრანდებისთვის. "სიტი", ბირმინგემში "ვილა პარკზე" უპირატესობის მიუხედავად, მაინც დამარცხდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, სტუმრები იაია ტურემ დააწინაურა. ელ აჰმადიმ, 51-ე წუთზე, ახლო მანძილიდან, ჰარტს შანსი არ დაუტოვა _ 1:1. 6 წუთში, ნასრიმ კუთხურიდან ბურთი მოაწოდა, მეორე სართულზე ჯეკომ შესანიშნავად ითამაშა და მანჩესტერელები კვლავ დააწინაურა. ამის შემდეგ, მასპინძლებმა "სიტის" სამ წუთში შტურმი მოუწყეს. 73-ე წუთზე ბაკუნამ, შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა _ ახალგაზრდა ჰოლანდიელის დარტყმულ ბურთზე, ჰარტმა რეაგირება ვერ მოახდინა. 76 წუთზე, ბირმინგემელთა მეკარემ საგოლე გადაცემა მიითვალა. "სიტი" მთელი ძალებით მეტოქის ნახევარზე იყო გადასული, როდესაც გუზანმა ავსტრიელი ვეიმანი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელმაც, მატჩის საბოლოო ანგარიში, 3:2 დააფიქსირა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა", პრემიერლიგაში მესამე წაგება შინ, "ვესტ ბრომვიჩთან" იწვნია. ამალფიტანომ 54-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა. ფრანგმა ფეხბურთელმა მოედნის ცენტრიდან წამოიღო ბურთი, ოთხი ფეხბურთელი უკან მოიტოვა და დე ხეას თავზე გადაუგდო. ორ წუთში, "წითელმა ეშმაკებმა" წონასწორობა აღადგინეს _ უეინ რონიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. 67-ე წუთზე, ამალფიტანომ ბერაინის, საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი დაუგორა, ამ უკანასკნელმაც, ძლიერი დარტყმით, "ვესტ ბრომვიჩს" პრემიერლიგაში მეორე გამარჯვება მოუტანა. 92-ე წუთზე, კერიკმა შორიდან უძლიერესად დაარტყა, თუმცა მაიჰილმა ინგლისელს გათანაბრების საშუალება არ მისცა.

ლონდონის "არსენალი" პრემიერლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა. "სუონსისთან" გასვლით მატჩში, ლონდონელებმა მეტოქეს ოთხ წუთში მოუგვარეს საქმე. 58-ე და 62-ე წუთებზე, შესაბამისად, გნებრიმ და რემსიმ "მეთოფეები" ორი ბურთით დააწინაურეს. უელსელმა "გედებმა", 82-ე წუთზე მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლეს _ გოლის ავტორი დევისი გახდა. არსენ ვენგერის გუნდმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა.

მეორე უელსურმა გუნდმა "კარდიფმა", ლონდონში "ფულემი” 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან გოლი რუიზმა გაიტანა, ხოლო უელსელებს გამარჯვება კოლკერისა და მუტჩის გოლებმა მოუტანა.

"ჰალს" "ვესტ ჰემის" დასამარცხებლად თერთმეტმეტრიანი დარტყმა ეყო. მე-12 წუთზე ბრედიმ მასპინძლებს პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოუტანა. "საუთჰემპტონმა" "კრისტალ პალასი" ოსვალდოსა და ლამბერტის მიერ ორწუთიან მონაკვეთში გატანილი გოლებით დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონატში ჯერჯერობით მეოთხე პოზიციაზეა. 

ლონდონი. "ვაით ჰართ ლეინი". 35 857

ტოტენჰემი _ ჩელსი 1:1 (1:0)

ტოტენჰემი: ლორისი, ნეუგტონი, ვერტონგენი, დოუსონი, ვოლქერი, პაულინიო, დემბელე, სიგურდსონი, ერიქსენი (ჰოლტბი 70), თაუნსენდი (ჩადი 63), სოლდადო (დეფო 77). 

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ_ბოაში

ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, ლუისი, ტერი, კოული, ლამპარდი, მიკელი (მატა 46), ჰაზარდი (შურლე 69), ოსკარი (აზპილიკუეტა 83), რამირესი, ტორესი. 

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლი: 1:0 სიგურდსონი (19), 1:1 ტერი (65).

გაფრთხილება: თაუნსენდი (43), ერიქსენი (45+2), ვერტონგენი (64), დოუსონი (75), დემბელე (78) _ ტორესი (51), ივანოვიჩი (57)

გაძევება: ტორესი (81)

ბურთის ფლობა: 54%_46% კარში დარტყმა: 12 (4) _ 11 (5) კუთხური: 4 _ 5 თამაშგარე: 2 _ 10 სეივი: 4 _ 3 ჯარიმა: 16 _ 14

 

ბირმინგემი. "ვილა პარკი". 34 063

ასტონვილა _ სიტი 3:2 (0:1)

ასტონვილა: გუზანი, კლარკი, ვლაარი, ბეიკერი, სილია, ლუნა, დელფი, ელ აჰმადი, ბაკუნა, კოზაკი, ვეიმანი (ბოვერი 80). 

მწვრთნელი: პაულ ლამბერტი

სიტი: ჰარტი, ზაბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კოლაროვი, მილნერი, ფერნანდინიო, ტურე, ნასრი (ნავასი 66), ნეგრედო, ჯეკო (იოვეტიჩი 74). 

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლი: 0:1 ტურე (45), 1:1 ელ აჰმადი (51), 1:2 ჯეკო (57), 2:2 ბაკუნა (73), 3:2 ვეიმანი (76)

გაფრთხილება: სილია (60) _ ნასრი (54)

ბურთის ფლობა: 33%_67% კარში დარტყმა: 8 (4) _ 21 (7) კუთხური: 2 _ 13 თამაშგარე: 0 _ 5 სეივი: 5 _ 1 ჯარიმა: 13 _ 9

 

ლონდონი. "ქრეივენ კოტეჯი". 23 020

ფულემი _ კარდიფი 1:2 (1:1)

ფულემი: სტოკდეილი, რეიზერი, ჰენგელანდი, ამორებიეტა, რიჩარდსონი, კაჩანკლიჩი (რუიზი 41), სიდუელი, პარკერი (კარაგუნისი 7), კასამი, ბენტი (ტაარაბტი 86), ბერბატოვი. 

მწვრთნელი: მარტინ იოლი

კარდიფი: მარშალი, თეოფილე, კოლკერი, ტურნერი, ტეილორი, გუნარსონი, მედელი, ვიტინგჰემი, კიმი (მუტჩი 56), ოდემვინგი (ბელამი 81), კემბელი (მეინარდი 72). 

მწვრთნელი: მალკოლმ მაკაი

გოლი: 0:1 კოლკერი (12), 1:1 რუიზი (45), 1:2 მუტჩი (90+2)

გაფრთხილება: ბერბატოვი (64) _ თეოფილე (32)

ბურთის ფლობა: 48%_52% კარში დარტყმა: 9 (5) _ 22 (5) კუთხური: 11 _ 10 თამაშგარე: 1 _ 0 სეივი: 3 _ 4 ჯარიმა: 13 _ 14

 

ჰალი. "კინგსტონ კომუნიქეიშენი". 24 291

ჰალ სიტი _ ვესტ ჰემი 1:0 (1:0)

ჰალ სიტი: მაკგრეგორი, ფიგუეროა, დეივისი, დიანე-ფეიე, როსენიორი, ბრედი (მეილერი 80), ლივერმოური, ჰადლესტონი, ელმოჰამადი, გრაამი (საგბო 71), ალუკო (ბოიდი 89). 

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

ვესტ ჰემი: იასკელაინენი, ობრაიენი, ტომკინსი, რეიდი, რაცი, დიამე (დოუნინგი 71), ნობლი, მორისონი, ნოლანი, ჯარვისი (ვაზ ტე 71), მაიგა (პეტრიჩი 59).

მწვრთნელი: სემ ელერდაისი

გოლი: 1:0 ბრედი პენ(12)

გაფრთხილება: გრაამი (45+1) _ ნოლანი (8), მორისონი (73)

ბურთის ფლობა: 40%_60% კარში დარტყმა: 10 (4) _ 18 (6) კუთხური: 6 _ 6 თამაშგარე: 2 _ 0 სეივი: 6 _ 3 ჯარიმა: 11 _ 13

 

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი".

მანჩესტერ იუნაიტედი _ ვესტ ბრომვიჩი 1:2 (0:0)

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ბიუტნერი, ევანსი, ფერდინანდი, ჟონესი, ანდერსონი (ფელაინი 68), კერიკი, კაგავა (ჟანუზა 46), რონი, ნანი, ერნანდესი (ვან პერსი 58).

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ვესტ ბრომვიჩი: მაიჰილი, ჟონესი, ოლსონი, მაკაულეი, რიდგეველი, იაკობი, მულუმბუ, ამალფიტანო, სესენონი (როსენბერგი 90), სინქლერი (ბერაინო 13), ანიჩებე (ლუგანო 88).

მწვრთნელი: სტივ კლარკი

გოლი: 0:1 ამალფიტანო (54), 1:1 რუნი (57), 1:2 ბერაინო (67)

გაფრთხილება: კერიკი (15), ჟონესი (65), ბიუტნერი (73) _ მულუმბუ (11), ამალფიტანო (86).

ბურთის ფლობა: 59%_41% კარში დარტყმა: 14 (6) _ 12 (4) კუთხური: 5 _ 8 თამაშგარე: 4 _ 1 სეივი: 2 _ 5 ჯარიმა: 10 _ 14

 

საუთჰემპტონი. "სენტ მერი". 30 699

საუთჰემპტონი _ კრისტალ პალასი 2:0 (0:0)

საუთჰემპტონი: ბორუცი, შოვი, ლოვრენი, ფონტე, კლინი, შნეიდერლინი, ვანიამა, დევისი (ვორდ-პროვსი 68), ოსვალდო, ლოლანა (რამირესი 86), ლამბერტი (როდრიგესი 78).

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინი

კრისტალ პალასი: სპერონი, ვორდი, მარიაპა, გაბიდონი, მოხი, დიკგაჩოი, ედინაკი, ბანანი (ჟერომი 57), გეილი (ტომასი 58), ჩამახი, კებე (ფილიპსი 73).

მწვრთნელი: იან ჰალუეი

გოლი: 1:0 ოსვალდო (47), 2:0 ლამბერტი (49)

გაფრთხილება: დევისი (17) _ ჩამახი (28), მარიაპა (68)

ბურთის ფლობა: 61%_39% კარში დარტყმა: 12 (4) _ 8 (0) კუთხური: 8 _ 2 თამაშგარე: 1 _ 2 სეივი: 0 _ 2 ჯარიმა: 11 _ 15

 

სუონსი. "ლიბერთი". 20 712

სუონსი _ არსენალი 1:2 (0:0)

სუონსი: ვორმი, ტიენდალი, ჩიკო, ამატი, დევისი, შელვი (ბონი 61) , კანასი, როუთლედჯი (პოზუელო 64), დე გუზმანი, დიერი, მიჩუ.

მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი

არსენალი: შესნი, სანია, მერტესაკერი, კოშელნი, გიბსი, ფლამინი, რემსი, გნებრი (არტეტა 78), იოზილი (მონრეალი 88), უილშირი (იენკინსონი 90+2), ჟირუ.

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლი: 0:1 გნებრი (58), 0:2 რემსი (62), 1:2 დევისი (82).

გაფრთხილება: დე გუზმანი (80), ჩიკო (84), კანასი (84) _ ფლამინი (60), არტეტა (90+3)

ბურთის ფლობა: 58%_42% კარში დარტყმა: 10 (3) _ 10 (4) კუთხური: 4 _ 3 თამაშგარე: 3 _ 4 სეივი: 2 _ 2 ჯარიმა: 6 _ 11

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.091337